პუტინი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ჩავა

მსოფლიო 1718630408

პუტინი კიმ ჩენ ინი

 კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხვალ, 18 ივნისს ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით ჩავა.

ეს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის პირველი ვიზიტი იქნება.

ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩის განცხადებით, ვიზიტისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

ბოლო თვეების განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და სხვა ქვეყნებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულეს. ბრალდებები მოსკოვმაც და ფხენიანმაც უარყვეს, ხოლო ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსანმა ამას აბსურდული პარადოქსი უწოდა.

"ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს რუსული არმიისა და მოსახლების წარმატებულ მუშაობას", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეული გაზეთის, Rodong Sinmun-ის ცნობით.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის შემდეგ პუტინი ვიეტნამს ეწვევა. ის ქვეყანაში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, ნგუენ ფუ ჩონგის მიწვევით ჩავა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141