პუტინი: რუსეთი ევროპასთან ომისთვის „მზადაა“, თუმცა „ჩვენ არანაირი ომი არ გვინდა“
მსოფლიო • 1793302093
რუსეთი ევროპასთან შესაძლო დაპირისპირებისთვის მზად არის, თუმცა მოსკოვს ევროპასთან ომი არ სურს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „რუსეთი-აფრიკის“ ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორუმის დასრულების შემდეგ, აფრიკის კავშირის ხელმძღვანელთან და ბურუნდის ლიდერ ევარისტ ნდაიშიმიიესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით პუტინმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიერესთან და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრე სტუბთან სატელეფონო საუბარი შეაფასა.
„მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში სწორია, როდესაც ევროპაში არიან ადამიანები, რომლებიც არ ცდილობენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას, როგორც ზოგიერთი, არამედ სურთ კონსტრუქციული დიალოგის დამყარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის ქვეყნებთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს — იქნება ეს ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან, თუ ორმხრივ ფორმატში“, — აღნიშნა მან.
პუტინის თქმით, „მრავალი“ ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ.
„სწორია ეს თუ არა? ჯერ ერთი, მზად ვართ. მაგრამ ჩვენ არანაირი ომი ევროპასთან არ გვინდა. ხოლო ვინც ამას აპირებს, თუ ვინმეს სურს, მზადება განაგრძოს. მათ ახლაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი ეწვნიათ, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს 2030 წლისთვის შეძლონ. ხოლო თუ საქმე ძალიან შორს წავა, მაშინ გამარჯვებული საერთოდ არავინ იქნება. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, - განაცხადა პუტინმა..
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










