პუტინის საყვარელი მუსიკალური ჯგუფის წევრი გარდაიცვალა
მსოფლიო • 1793547613
რუსეთში 64 წლის ასაკში მუსიკალური ჯგუფის „ლიუბეს“ (Любэ) ბექ-ვოკალისტი ალექსეი ტარასოვი გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, სიკვდილის მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
ტარასოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯგუფის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მუსიკოსს ხორხის კიბო დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა ნაწლავის კიბოს დიაგნოზიც დაუსვეს. ბოლო თვეების განმავლობაში ის სცენაზე აღარ გამოდიოდა.
ალექსეი ტარასოვი ჯგუფში მისი დაარსების დღიდან, 1989 წლიდან მოღვაწეობდა და მონაწილეობდა „ლიუბეს“ ყველა სტუდიური ალბომის ჩაწერაში.
მუსიკოსი ჯგუფთან ერთად 1989 წლიდან, მისი დაარსებიდან იყო. ის მონაწილეობდა ლიუბეს ყველა სტუდიური ალბომის ჩაწერაში და ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ბექ-ვოკალისტად რჩებოდა.
ასევე ცნობილია, რომ წამყვანი ვოკალისტი ნიკოლაი რასტორგუევი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირია და მხარს უჭერს მის სისხლიან პოლიტიკას. კერძოდ, ის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და ომის მხარდამჭერ მიტინგებსა და კონცერტებზე გამოდიოდა . გარდა ამისა, პუტინისტი მუსიკოსი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უკრაინულ მონაცემთა ბაზაში „კრემლის რუპორები“ შედის და მის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებია დაწესებული, მათ შორის ევროკავშირის, კანადის და სხვა ქვეყნების მხრიდან.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










