პუტინის თვითიზოლაცია თუ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია - МГИМО-ს ყოფილი პროფესორის ვერსია

მსოფლიო 1631987305

ვლადიმერ პუტინი

რუსული მედიის ინფორმაციით, МГИМО-ს ყოფილი პროფესორი, ვალერი სოლოვეი, რომელსაც კრემლი არ სწყალობს, აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის თვითიზოლაცია საკმაოდ დიდ ეჭვებს ბადებს. მან ყურადღება მიაქცია იმ განსხვავებულ განცხადებებს, რომელიც ამ ფაქტის შესახებ თავად პუტინმა და მისმა პრესმდივანმა პესკოვმა გააკეთა.

სოლოვეის თქმით, ამჟამად კრემლის ადმინისტრაცია დაკავებულია მიზეზის ძიებით, რომლითაც სახელმწიფოს მეთაურის "გაუჩინარებას" გაამართლებენ. იგი ამ განსხვავებულ ახსნა-განმარტებებს, "მოუხერხებელი" უწოდა. მართალია 17 სექტემბერს კრემლმა გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ აძლევს პუტინი ხმას დისტანციური ხმის მიცემის წესის გამოყენებით, მაგრამ ამ ვიდეომაც ინტერნეტში დიდი აურზაური გამოიწვია.

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ კრემლში არ არის "ათობით კორონაინფიცირებული ადამიანი", როგორც ეს ოფიციალურ ვერსიაშია გაჟღერებული.

"პუტინს სურს გაიკეთოს ქირურგიული ოპერაცია, რათა სიცოცხლის ხარისხი გაიუმჯობესოს," - აცხადებს პროფესორი და ინფორმაციის წყაროდ კრემლთან დაახლოებულ უცნობ პირს ასახელებს. 

მან არ იცის რა სახის ოპერაციას იკეთებს პრეზიდენტი, თუმცა, აცხადებს, რომ მართალია ის რთული არ არის, მაგრამ გარკვეული სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება.

მისი თქმით, პუტინი ამ სახით ადრეც "გაუჩინარებულა", მაგრამ ამჟამად გადაწყვიტა, რომ ამჯერად ეს ამბავი დაასაჯაროოს, კორონაიზოლაციის საბაბით. 

არსებობს კიდევ ერთი ვერსია - 17 სექტემბერს დუშანბეში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტი გაიხსნა, რომელსაც არ ესწრებიან ორგანიზაციის წამყვანი ქვეყნების - რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები. რუსეთის ლიდერისგან განსხვავებით, დანარჩენი ორი სახელმწიფოს ლიდერის არყოფნის მიზეზი უცნობია. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათ თავი შეიკავეს ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრისაგან, რათა რა გაჟონილიყო ის უთანხმოებები, რომელიც ამ ქვეყნებს ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით გააჩნიათ,

წყარო: topnews.ru

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ხუხაშვილი
«Операция прикрытия» – რა მიზანი აისრულა ივანიშვილმა “აგენტების კანონით” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: მიმდინარე მოვლენების ლოგიკის, უფრო სწორად ალოგიკურობის ახსნა შესაძლებელია შემდეგი თეორიით, თუ გნებავთ დღეის მდგომარეობით “შეთქმულების თეორიით”:ხელისუფლის რეალური მიზანი გახლ...

პოლიტიკა 1713582988

ახალგაზრდები რუსთაველზე
,,მგონი, უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად“ - მამუკა ღლონტი

ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობას ასე, ნახევრად ხუმრობით ეხმურება ,,მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი: ,,მგონი უსინდისო ვარ!წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგ...

სოცმედია 1713582896

გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580