ქალი, რომელსაც რუსეთი დარია დუგინას მკვლელად აცხადებდა, მოკლული იპოვეს

მსოფლიო 1661691582

დუგინა კუბოში

ქალი, რომელსაც რუსეთი დარია დუგინას მკვლელად აცხადებს, მოკლული იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას  რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ და წერენ, რომ ნატალია ვოვკი, იგივე ნატალია შაბანი, რომელიც რუსული ძალოვანი უწყებების თქმით დარია დუგინას მკვლელია, და რომელიც მათივე მტკიცებით აზოვის წევრია, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. ტელეგრამ არხები ავრცელებენ მოკლული ქალის კადრებს თითქოსდა შემთხვევის ადგილდან და წერენ, რომ მას დანით 17 ჭრილობა ქონდა მიყენებული, ხელში კი წერილი ეჭირა. მისი შვილის ადგილსამყოფელი უცნობია. სხვა დეტალები არ კონკრეტდება. 

 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ოლქში რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის მანქანა 20 აგვისტოს ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა.

29 წლის დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.

 

რუსული „ეფესბეს“ მტკიცებით, დანაშაული მოამზადა და ჩაიდინა უკრაინის სპეცსამსახურებმა, ხოლო დამნაშავე ნატალია ვოვკია, რომელიც რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა 12 წლის ქალიშვილთან ერთად და იქირავა ბინა იმ სახლის მეზობლად, სადაც დარია დუგინა ცხოვრობდა. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ვოვკი „აზოვის“ პოლკში მსახურობდა, თუმცა „აზოვმა“ ეს ინფორმაცია უარყო.

რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით დუგინას მკვლელობის შემდეგ ქალი ესტონეთში წავიდა საკუთარი მანქანით, რომელსაც უკრაინული ნომრები ქონდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გლდ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713948604

კალაძე
კახა კალაძე: სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა...

საზოგადოება 1713948482

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი...

პოლიტიკა 1713948316

კალაძეეე
ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგა...

საზოგადოება 1713948207

კალა
კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის...

საზოგადოება 1713948123

კალაძე ივანიშვილი
კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს...

პოლიტიკა 1713947697