რატკო მლადიჩი, რომელიც ბალკანეთის ომების დროს სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტასა და სარაევოს ალყას ხელმძღვანელობდა, 84 წლის ასაკში მოკვდა
მსოფლიო • 1787839939
ბოსნიელ სერბთა გენერალი რატკო მლადიჩი, რომელიც ბალკანეთის ომების დროს სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტასა და სარაევოს ალყას ხელმძღვანელობდა, 84 წლის ასაკში მოკვდა
ინფორმაცია სერბეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (RTS) გავრცელა, ხოლო მისი სიკვდილი Reuters-ს მლადიჩის ადვოკატმა დაუდასტურა.
„ბოსნიელი ყასბის“ სახელით ცნობილ მლადიჩს 2017 წელს ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა (ICTY) სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 1990-იანი წლების დასაწყისში ბოსნიის არასერბი მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის კამპანიის ორგანიზებისთვის.
გაეროს მიერ დაფუძნებულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში, დევნაში, მასობრივ განადგურებაში, მკვლელობაში, ტერორში, მშვიდობიან მოსახლეობაზე უკანონო თავდასხმებსა და მძევლების ხელში ჩაგდებაში.
მლადიჩისთვის ბრალის წაყენებისას ტრიბუნალის მოსამართლემ, ფუად რიადმა ყოფილი გენერლის ქმედებებს „წარმოუდგენელი სიველურე“ უწოდა.
მლადიჩი ჰააგაში, გაეროს დაკავების ცენტრში სამუდამო სასჯელს იხდიდა.
გასულ კვირას მისმა ადვოკატებმა ჰუმანიტარული საბაბით მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა წარადგინეს. ისინი ციხის ექიმების დასკვნას ეყრდნობოდნენ, სადაც აღნიშნული იყო, რომ მისი „ზოგადი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა“ და გარდაცვალება „ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი“. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










