რომის პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი მიიღო

მსოფლიო • 1793828371

ბობ დილანი რომის პაპი

ვატიკანში, სამოციქულო სასახლეში, პაპ ლეო XIV-სა და ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, ბობ დილანს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ორგანიზატორი ვატიკანის ოფიციალური პირი, მამა ანტონიო სპადარო იყო, რომელიც ცნობილია ეკლესიასა და ფართო კულტურას შორის ხიდების მშენებლობით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში სპადარომ აღნიშნა, რომ შეხვედრას ნამდვილი ისტორიული განცდა ახლდა.

პონტიფიკოსმა მუსიკოსის შემოქმედება კარგად იცის — გასული წლის ივლისში გამოქვეყნებულ წიგნში მან ბობ დილანის 1963 წლის გამოუქვეყნებელი ანტიბირთვული სიმღერა „წადი, შენ ბომბო“ („Go Away You Bomb“) ციტატად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ლეო XIV მკაცრად აკრიტიკებს ომებს და ხაზს უსვამს კათოლიკური ეკლესიის პოზიციას ბირთვული იარაღის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ეს ბობ დილანის რომის პაპთან პირველი შეხვედრა არ არის. 1997 წელს მან თავისი ცნობილი სიმღერები ბოლონიაში, პაპ იოანე პავლე II-ის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზეც შეასრულა.

ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა დაადასტურა, რომ პაპმა კერძო აუდიენციაზე „ბატონი რობერტ ალენ ზიმერმანი“ (დილანის ნამდვილი სახელი) მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851