„როსატომი“-კრემლის ატომური მონსტრი

მსოფლიო 1631698410

ზოგადი

რუსეთის ფედერაცია, როგორც მსოფლიოს წამყვანი აგრესორი და სახელმწიფო დონეზე დეზინფორმაციული ომის მწარმოებელი ქვეყანა, თავის საცეცებს არა მხოლოდ სამხედრო ექსპანსიის მეშვეობით, არამედ ეკონომიკური ბერკეტებითაც ავრცელებს. ყველა ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც კრემლის წიაღშია შექმნილი, ემსახურება მხოლოდ ერთს - ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების გამყარებას და შენარჩუნებას. კრემლი სწორედ ასეთი კომპანიების თუ ორგანიზაციების მეშვეობით „ტროას ცხენს“ აგზავნის ყველგან, სადაც მოახერხებს და იმდენად მავნებლური ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ბევრი სახელმწიფო ვერც კი ახერხებს. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“, რომელიც 400 საწარმოს აერთიანებს. „როსატომი“ მრავალპროფილური სტრუქტურაა, რუსეთის ელექტროსადგურების მმართველი ორგანოა და ამასთანავე მსოფლიოში ატომური ენერგიის წარმოებაში მეოთხე ადგილი უკავია. „როსატომის“ გაცხადებულ მიზნებს შორის, როგორც ბირთვული ენერგეტიკისა  და საწვავის ციკლის განვითარებაა, ასევე ეროვნული, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა, ასევე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაა. „როსატომი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც აშენებს ატომურ სადგურებს და ასევე სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვებაზე მუშაობს.  „როსატომს“ უკავშირდება 2019 წელს, არხანგელსკის ოლქში, დაბა ნენოქსში მომხდარი აფეთქება, როდესაც სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, ბირთვული ცდების დროს მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი მოგვიანებით დასხივების შედეგად გარდაიცვალა.ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი იცოდა ჰაერის საშიში დაბინძურების შესახებ, რაც „საამაყო“ საბჭოთა წარსულის საუკეთესო ტრადიციებს გვაგონებს. მართალია, გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ „როსატომი“ და რუსეთის თავდაცვის ძალები რაკეტა „Буревестник“-ის ცდებს ატარებდნენ, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული დარჩა.

 

ახლახან, ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვდა „როსატომის“ მმართველს ალექსეი ლიხაჩოვს და ახალი ბირთვული ტექნოლოგიების პროგრამის ფინანსირების გაფართოებას დაპირდა-553 მილიარდი რუბლით. მართალია, მათ „როსატომის“ წარმატებებზე და წლიურ მოგებაზე ღიად  ისაუბრეს, თუმცა შემდეგ პუტინმა საუბარი „с глазу на глаз“ გადაწყვიტა. შესაძლოა, კიდევ ერთხელ განიხილა ბოლივიაში პრეზიდენტ მორალესის არჩევნებში დახმარების დეტალები, რადგან სწორედ „როსატომმა“ გაგზავნა იქ პოლიტიკური მრჩევლების დიდი დესანტი. ის ხომ ყველამ იცის, როგორ ცდილობდა რუსეთი ევო მორალესის მეოთხე ვადით პრეზიდენტის პოსტზე მოყვანას, რითაც  უბრალოდ ლათინურ ამერიკაში თავისი გავლენების გაზრდა სურდა.

ამ შემთხვევაში კრემლისთვის ბოლივია არა ატომური ელექტრო სადგურის ასაშენებელი პლატფორმა, არამედ  ამ კონტინენტის „გასაღები“ იყო. საინტერესოა, ვლადიმერ პუტინმა ამ შეხვედრაზე თუ განიხილა რამდენიმე თვის წინ მომხდარი სკანდალი, რომელიც ასევე „როსატომს“ უკავშირდება. როგორც ცნობილია, ჩეხეთის ხელისუფლებამ, რუსეთი  იმ სახელმწიფო ტენდერიდან გამოთიშა, რომელიც ატომურ ელექტროსადგურ „დუკოვანას“ ახალი ენერგობლოკის ასაშენებლად იყო გამოცხადებული. ტენდერის მიხედვით, მშენებელი კომპანია 6 მილირად დოლარს მიიღებდა. თუმცა, ჩეხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ „როსატომი“ თავის ატომურ ელექტრო სადგურთან ახლოსაც არ მიუშვას, რადგან რუსეთი ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდეს საშფრთხეს წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია და მისი სპეცსამსახურები მიიჩნიეს ჩეხებმა 2014 წელს, ქალაქ ვრბეტიცაში, სამხედრო არსენალის საწყობის აფეთქების ორგანიზატორად. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ამის შესახებ მას ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებები  ჩეხეთის სპეცსამსახურმა მიაწოდა. ამის გამო, პრაღიდან 18 რუსი დიპლომატიც კი გააძევეს. და სწორედ ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ, მრეწველობის მინისტრმა კარელ გავლიჩეკმა განაცხადა, რომ „როსატომი“ ვერ მიიღებს მონაწილეობას ისეთი ობიექტის მშენებლობაში, რომელზეც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაა დამოკიდებული. ჩეხეთმა ამ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებით საკუთარი სიძლიერე და პრინციპულობა დააფიქსირა.

„როსატომი“ უძლიერესი კომპანიაა, რომელიც თითქოსდა მხოლოდ თავისი ქვეყნის ატომური ენერგიის გამომუშავებისთვის და განვითარებისთვის უნდა იღწვოდეს. თუმცა, ეს შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო-რუსეთი  სახელმწიფოა, რომელშიც მსხვილი კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურების უმრავლესობა წარმოადგენს სპეცსამსახურის ფილიალებს, პუტინის დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებლებს და კრემლის მავნებლური საცეცების გამავრცელებლებს.

 

ნანა ჭყონია

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალების მარში
"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწ...

პოლიტიკა 1713620758

კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863

ორბანი
„დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“ - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამ...

მსოფლიო 1713619771

ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438