"რუსეთ-სომხეთს შორის ჩვეულებრივი ურთიერთობაა, როგორც დიდ ოჯახში - ხან ასეა, ხან ისე" - „როსსოტრუდნიჩესტვო“ 11 ახალ „რუსულ სახლს“ გახსნის, მათ შორის 2-ს სომხეთში

მსოფლიო • 1788888511

იგორ ჩაიკა

სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა იგორ ჩაიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს 11 ახალი „რუსული სახლის“ გახსნის შესახებ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო სანქციებისა და დიპლომატიური წნეხის ფონზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ 13 წარმომადგენლობა დაიხურა. არსებული დანაკლისის კომპენსირებასა და გავლენის სფეროების გაფართოებას მოსკოვი ამჯერად აფრიკის მიმართულებით, ასევე დსთ-ის წევრ ქვეყნებში გეგმავს.

ხელმოწერის ცერემონიაზე უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ამ თერთმეტი პლატფორმიდან რვა აფრიკის ქვეყნებში გაიხსნება, ორი - სომხეთში, ხოლო პირველად პარტნიორული „რუსული სახლები“ დსთ-ის წევრ ქვეყნებში გამოჩნდება. ჩაიკამ ასევე გამოაცხადა „რუსული სახლების“ მუშაობის შეფასების პრინციპების ცვლილების შესახებ: ამიერიდან იგი კონკრეტულ შედეგებს - რუსული ენისა და რუსული განათლების პოპულარიზაციას, ასევე კულტურულ, ახალგაზრდულ, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ პროექტებს დაუკავშირდება.

2027 წლიდან სააგენტო მიკროგრანტების პროგრამას იწყებს. დაფინანსების მიღება შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ახალგაზრდულ, ისტორიულ და სხვა პროექტებზე - როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის შემადგენლობაში. გრანტების განაწილებას „როსსოტრუდნიჩესტვოს“ საზოგადოებრივი საბჭო გაუწევს კურირებას.

თერთმეტი შეთანხმებიდან ორს - სომხეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს - ჩაიკამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და მოსკოვსა და ერევანს შორის არსებულ ურთიერთობებს ოჯახური უწოდა, სადაც „ყველაფერი ხდება“.„ჩვეულებრივი ურთიერთობაა, როგორც დიდ ოჯახში - ხან ასეა, ხან ისე.“ - განაცხადა ჩაიკამ.სომხეთში ერთბაშად ორი „რუსული სახლის“ გახსნას მან ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი, საგანმანათლებლო და კულტურული ორგანიზაციების პირდაპირი კავშირების ახალი შესაძლებლობა უწოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325