მსოფლიო • 1718804601
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
ლავროვის თქმით, ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით, ხელმომწერი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
ცნობისთვის, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, დოკუმენტი მრავალი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება.
ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი "სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას" უცხადებს რუსეთს უკრაინასთან მიმდინარე ომში.
კიმ ჩენ ინის შეფასებით, "ფხენიანისთვის რუსეთთან და რუსეთის ლიდერებთან სტრატეგიული კომუნიკაციის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია".
პუტინმა და კიმ ჩენ ინმა რუსეთის საჩუქრებიც გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წერს, რომ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აჩუქა რუსული წარმოების ლიმუზინი - Aurus-ი, ჩაის სერვიზი და "ადმირალის ხანჯალი".
მეორე მხირვ, პუტინს გადაეცა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას ასახავს, მათ შორის ბიუსტები.
სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დოკუმენტი 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას, 2000 წლის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შეთანხმებას და 2000 და 2001 წლის მოსკოვისა და ფხენიანის დეკლარაციას ჩაანაცვლებს.
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ
საზოგადოება • 1742786788
ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...
სოცმედია • 1742786496
ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...
სოცმედია • 1742786333
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...
პოლიტიკა • 1742786252
ვირას, 23 მარტს, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ აირჩია....
მსოფლიო • 1742785660
სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ნიკოლაი სავჩენკო 2014 წელს უკრაინის დროშასთან ერთად გადაღებული სურათის გამო 14 დღით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა Фонтанка-მ სანქტ-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742785614
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი