რუსეთში ადგილობრივი ვაქცინით აცრის შემდეგ 300-ზე მეტი ძაღლი დაიღუპა
მსოფლიო • 1787923597
რუსეთში, ცოფისა და ჭირის საწინააღმდეგო ადგილობრივი კომპლექსური ვაქცინა „მულტიკან-8“-ის (Мультикан-8) გაკეთების შემდეგ, დაღუპული ძაღლების რაოდენობამ შესაძლოა 300-ს გადააჭარბოს. ამის შესახებ Baza ძაღლების მფლობელთა დახურულ ჩატებზე დაყრდნობით იუწყება.
დაზარალებულების თქმით, აცრამდე ცხოველები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, თუმცა ინექციიდან რამდენიმე დღეში მათ კრუნჩხვები, დორბლიანობა, დამბლა, სისხლიანი ღებინება, შინაგანი სისხლდენა და ანაფილაქსიური შოკი დაეწყოთ. ძაღლები 2–3 დღეში კვდებოდნენ.
შექმნილი ვითარების გამო, მწარმოებელმა კომპანიამ „ვეტბიოქიმმა“ (Ветбиохим) პრეპარატის ოთხი სერია ამოიღო, ხოლო „როსსელხოზნადზორმა“ ორი სერიის მიმოქცევა შეაჩერა. პროკურატურამ ფაქტზე შემოწმება დაიწყო. თავად მწარმოებელი აცხადებს, რომ ვაქცინასა და ცხოველების სიკვდილს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ დადგენილი არ არის.
„მულტიკან-8“ რუსულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი პრეპარატია, რომლითაც ყოველწლიურად ათობით ათას ძაღლს ცრიან. „ვეტბიოქიმს“ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ტარას ალიპერი (წილის 45%-ის მფლობელი), ეკატერინა როდიონოვა და დიანა პალამარჩუკი ფლობენ.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










