რუსეთში "გეიმერებს" იდენტიფიცირებას და ვიდეოთამაშების მარკირებას გეგმავენ
მსოფლიო • 1736515446
რუსი კანონმდებლები შეშფოთებულნი არიან რუსებზე ვიდეო თამაშების უარყოფითი გავლენით და ამ სფეროს რეგულირებას გეგმავენ. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გამოაცხადა, რომ მოქალაქეების თამაშების "დესტრუქციული შინაარსისგან" დასაცავად კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც რუსეთის დუმაში 2024 წლის დეკემბერში შევიდა.
კანონპროექტის თანახმად ვიდეო თამაშების გამომცემლებს მომხმარებლების იდენტიფიცირება დაევალებათ. ამისთვის კი შემოთავაზებულია 3 გზა სახელმწიფო სერვისების პორტალი, ბიომეტრია ან ტელეფონის ნომერი.
კანონპროექტის თანახმად ციფრულ პლატფორმებს მოეთხოვებათ თამაშების მარკირება, რათა აცნობონ მოთამაშეებს თამაშის „ასაკობრივი კლასიფიკაციის, შინაარსის სპეციფიკისა და შიდა გადახდების შესახებ“.
სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს კანონპროექტის მიღების პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემაა ის, რომ ნაკლებ სავარაუდოა საერთაშორისო სათამაშო პლატფორმებმა თავიანთი სისტემები რუსული ავტორიზაციის მოთხოვნებს მოარგონ, ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ტერიტორიაზე უცხოური სათამაშო სერვისების ფართომასშტაბიანი დაბლოკვა.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












