რუსეთში ლაბორანტი ქალი შავი ჭირისგან გარდაიცვალა - ასობით ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი
მსოფლიო • 1790952460
ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში ქალი ინფექციური დაავადებით გარდაიცვალა, - იუწყება „РИА Новости“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. გამოცემა „Люди Байкала“ და ბურიატეთის ხელმძღვანელი ალექსეი ციდენოვი აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა. ასობით ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.
„Люди Байкала“-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტი, დალია შიპილოვაა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 25 სექტემბერს მას ფილტვის შავი ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა გაუტყდა, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.
ახალგაზრდა ქალი შელეხოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი 2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა. Telegram-არხი Mash ამტკიცებს, რომ ლაბორანტი საავადმყოფოში 29 სექტემბერს მოათავსეს, ხოლო „Осторожно, новости“ 1 ოქტომბერს ასახელებს.
მანამდე Mash წერდა, რომ შიპილოვა ახლახან დაბრუნდა ბურიატეთიდან სამუშაო მივლინებიდან, სადაც მონღოლეთის საზღვართან შავი ჭირის კერა დაფიქსირდა. მოგვიანებით რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი განცხადებით, ქალი ნამდვილად შავი ჭირით გარდაიცვალა, თუმცა მას ბურიატეთში არ უმოგზაურია.
„Люди Байкала“-ს წყაროს ცნობით, 1 ოქტომბრის საღამოს ირკუტსკში ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით თათბირი გაიმართა. ამავე დღიდან უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ეკიპაჟებმა დაიწყეს იმ სასწრაფო დახმარების მანქანების ცილება, რომლებსაც შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი პირები გამოკვლევებზე გადაჰყავთ.
ჟურნალისტების ცნობით, 2 ოქტომბრისთვის კოვიდ-ცენტრის ბაზაზე კარანტინში მოათავსეს 200-მდე ადამიანი, რომელთაც ლაბორანტთან კონტაქტი ჰქონდათ. РЕН ТВ წერს, რომ ჰოსპიტალიზებულია 189 ადამიანი: მათგან 114 ერთ საავადმყოფოში იმყოფება, 63 - მეორეში, ხოლო 12 - შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
Telegram-არხი „Борус“ იუწყება, რომ შელეხოვის საავადმყოფო კარანტინზე დაიხურა. უშუალოდ შელეხოვის ქუჩებში კი უკვე შეამჩნიეს დამცავ კოსტიუმებში, ნიღბებსა და ხელთათმანებში გამოწყობილი ადამიანები, - აღნიშნავს „Люди Байкала“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









