რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოდან ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევი რუსეთში, ბადრაგზე თავდასხმისას მოკლეს

მსოფლიო • 1791055261

პუშკარევი მოკლული

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, კაბარდო-ბალყარეთში, მურტაზოვოს სადგურის რაიონში მოკლეს დმიტრი პუშკარევი, რომელიც საქართველომ რუსეთს სექტემბრის ბოლოს გადასცა. შემთხვევა 2 ოქტომბერს, პატიმართა ეტაპირებისას მოხდა — პუშკარევი სხვა პატიმრებთან ერთად მატარებლით ვლადიკავკაზიდან ადლერისკენ გადაჰყავდათ.

ოფიციალური ვერსიით, პუშკარევი სპეციალურ ვაგონში ბადრაგს თავს დაესხა, სამსახურებრივი იარაღი წაართვა და გაქცევა სცადა. სროლის შედეგად დაიღუპა ბადრაგის ერთი თანამშრომელი, სამი კი დაიჭრა. სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, თავდამსხმელის „ლიკვიდაცია“ ადგილზევე მოხდა.

თავდაპირველად რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები რამდენიმე პატიმრის მიერ ამბოხების მოწყობისა და მძევლების აყვანის შესახებ, თუმცა უწყებამ ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ თავდასხმა მხოლოდ ერთმა პირმა განახორციელა. მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მძიმე მუხლით აღძრა.

3 ოქტომბერს რუსულმა სახელმწიფო სააგენტო TASS-მა სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ მოკლული სწორედ დმიტრი პუშკარევი იყო. მას რუსეთში ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, ნარკოტიკების შეძენა-გასაღება, კულტივირება და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაცია.

პუშკარევისა და კიდევ ერთი ბრალდებულის, კორნეი ფედუნოვის ექსტრადიციის შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 24 სექტემბერს გამოაქვეყნა. პატიმრების გადაცემა ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ ექსტრადიციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325