„საავადმყოფოებში ერთმანეთზე დაყრილი ცხედრები ვიხილეთ“ - ირანელი დემონსტრანტები
მსოფლიო • 1768108782
ირანელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც გასულ დღეებში თეირანში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდნენ, გამოცემა CNN-ს განუცხადეს, რომ რეჟიმის მხრიდან სასტიკი ძალადობისა და დაღუპულთა ცხედრების სიმრავლის მიუხედავად, დედაქალაქის ქუჩებში ხალხი მასშტაბურად გამოდის.
CNN-ის ცნობით, როგორც 70 წლის კაცმა და 60 წელს გადაცილებულმა ქალმა აღწერეს, 8-9 იანვარს მათ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ყველა ასაკის ადამიანები იხილეს. თუმცა, მათივე თქმით, ბოლო ღამის განმავლობაში სამხედრო იარაღით აღჭურვილმა უსაფრთხოების ძალებმა "ბევრი ადამიანი" დახოცეს.
ერთ-ერთმა ქალმა CNN-თან არსებული ვითარების დახასიათებისას აღნიშნა, რომ საავადმყოფოში "ერთმანეთზე დაყრილი ცხედრები" იხილა.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმს არაერთხელ დაემუქრა, რის ფარგლებშიც მან მთავრობა გააფრთხილა, რომ თუკი დემონსტრანტებს მოკლავდნენ, აშშ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა.
"ირანი თავისუფლებას უყურებს, ალბათ ისე, როგორც არასდროს, აშშ მათ გვერდით დგას დასახმარებლად". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
გამოცემა Wall Street Journal-ს აშშ-ს მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ირანზე შესაძლო იერიშების შესახებ წინასწარი დისკუსიები უკვე გაიმართა.
წყაროების ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ირანულ სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო იერიში განიხილება. კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ჯერჯერობით ადმინისტრაციაში კონსენსუსი არ არსებობს და ამ ეტაპზე იერიშის მიზნით რეგიონში სამხედრო აღჭურვილობის ან სამხედროების გადაგზავნა არ მომხდარა.
ამას გარდა, ისრაელელი ჟურნალისტი, ამიტ სეგალი ამბობს, რომ ისრაელში მიიჩნევენ, რომ ტრამპი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარას საპასუხო ქმედებებსაც მოაყოლებს.
ამ ფონზე 10 იანვარს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა რომ უსაფრთხოება "წითელ ხაზს წარმოადგენდა" და არმიამ დაიფიცა, რომ საზოგადოებრივ საკუთრებას დაიცავდა.
IRGC-ს განცხადებით, 1979 წლის ისლამური რევოლუციის მონაპოვარი და ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება "წითელ ხაზს" წარმოადგენს. არმიამ დაამატა, რომ არსებული ვითარების გაგრძელება მიუღებელი იყო.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










