სად და როდის შეხვდებიან ერთმანეთს ფაშინიანი და ალიევი

მსოფლიო 1695634341    163

ფაშინიანი ალიევი

სომხეთის პრემიერმინისტი, ნიკოლა ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს გრანადაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.

17 სექტემბერს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში შეხვედრის დროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაისადგურებს.

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პუტინი
პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. როგორც სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს, ის მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთა...

მსოფლიო 1701862316

ოთარ ფარცხალაძე
მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? - თურნავა შეკითხვას არ პასუხობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, მოახერ...

კრიმინალი 1701860914

პოლონეთის პოლიცია
პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს - გატაცებული, სავარაუდოდ, ქართველია

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. გატაცებულიც სავარაუდოდ ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარ...

კრიმინალი 1701860730

ამინდი
6-9 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდ...

საზოგადოება 1701860617

პოლიცია
ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, "მაჭახელას" მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს - ინფორმაციას TV25 ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. TV25-ის თქმით, მათ კლინიკა მალევე დ...

კრიმინალი 1701860083

ენმ
საკრებულოების ნაწილში შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციები აღარ იყოს

ზუგდიდის, ჭიათურისა და ბათუმის საკრებულოებში შესაძლოა ფრაქცია სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აღარ იყოს. მას შემდეგ რაც ამ რეგიონებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და დეპუტატებმ...

პოლიტიკა 1701860017