საფრანგეთი მალიში "ვაგნერის" რუსი დაქირავებული მებრძოლების შეყვანას აპროტესტებს

მსოფლიო 1631706952

ვაგნერის ტერორისტები

საფრანგეთი მალიში რუსი დაქირავებული მებრძოლების შეყვანის გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ფრანგი სამხედროების იქ ყოფნასთან შეუთავსებელია.

მანამდე დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსულ კერძო სამხედრო კონტრაქტორ Wagner Group-სა და მალის მმართველ ხუნტას შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად დაქირავებული მებრძოლები მალის სამხედროებს გაწვრთნიან. წინასწარი ინფორმაციით, მალიში 1000-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩავა. წყაროების ცნობით, Wagner Group ამისთვის თვეში 11 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ვაგნერმა წარსულში აჩვენა, რომ სირიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახორციელებდა უფლებამოსილების გადამეტებას და ყველანაირ დანაშაულს, რომლებიც არანაირ გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, ამიტომ ის ჩვენს იქ ყოფნასთან შეუთავსებელია", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა. 

შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ფლორენს პარლიმაც გამოხატა.

პარიზმა უკვე დაიწყო დიპლომატიური კამპანია, რათა ეს არ დაუშვას. ამასთან, საფრანგეთი განიხილავს მალიდან გასვლის საკითხსაც, თუკი გარიგება შედგება, რადგან, მისი აზრით, რუსი დაქირავებული მებრძოლების მალიში ყოფნა "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მეამბოხეების წინააღმდეგ კონტრტერორისტულ ოპერაციას ძირს უთხრის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილის ბინები
წყობიდან გამოსული პრემიერი - როგორ იღებს ქრთამად ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს ირაკლი ღარიბაშვილი - ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში

როგორ იღებს ქრთამად ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს ირაკლი ღარიბაშვილი - თითქოს ნაყიდი და პენსიონერ ნათესავებზე გადამალულ გადაფორმებული რეზიდენციები თბილისის ცენტრში. ღარიბაშვილის ოჯახის წევრების მიერ...

პოლიტიკა 1631945520

ღარიბაშვილი სანაია
"ღარიბაშვილმა დღეს ისეთი რამ თქვა, მეტი რომ არ შეიძლება" - რას წერს ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ერთი წამით ! ღარიბაშვილმა დღეს ისეთი რამ თქვა, მეტი რომ არ შეიძლება :)))))))))) ღარიბაშვილი 20 ივნისზე: პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვი...

სოცმედია 1631914200

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ პოლიტიკური ვეგეტარიანელები მათთან შედარებით

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ   წინა ხელისუფლებასთან  შედარებით,  პოლიტიკურად ვეგეტარიანელები არიან: "საერთოდ ახლა მეგის ქარდავასნაირი და ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ბოკ...

პოლიტიკა 1631910867

სისხლიანი ბანერი
მორიგი სიძულვილის კამპანია თბილისში - დედაქალაქში სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა

მორიგი სიძულვილის კამპანია დედაქალაქში - "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალ ბანერებს აკრავენ, თუმცა მათზე სხვადასხვა კანდიდატის ნაცვლად, მედიისა და ოპოზიციი...

პოლიტიკა 1631910110

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი 5 ივლისის გამოძიებაზე: ამდენი საფიქრალი და საქმე მაქ, არ ვერევი

შეიძლება თუ არა ვიხილოთ კიდევ უფრო ემტი დაკავებული 5 ივლისის საქმეზე? - აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი რარიბაშილი აცხადებს, რომ "ამდენი საფიქრალი და საქმე აქვს და  არ ერევა" "არ...

პოლიტიკა 1631908680

ღარიბაშვილი
"პარლამენტის შენობა ისეა დაცული, გამორიცხულია, შეანგრიო და შეხვიდე...გახარიამ ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო" - ღარიბაშვილი 20 ივნისზე

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი 20 ივნისზე საუბრისას ამბობს, რომ გახარიამ 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელები აგრესიულ ბრბოს აცემინა და  ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო: "გამოიყვანა გარეთ დამწყები სპეც...

პოლიტიკა 1631908344