მსოფლიო • 1695623553 110
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც მისი ქვეყანაა წარმოდგენილი, არაეფექტიანია. მისი თქმით, ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მოვლენამ სომხეთი აიძულა შეეფასებინა სიტუაცია და გაეკეთებინა დასკვნები.
"ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომში და 2021 წლის მაისსა და ნოემბერში განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე 2022 წლის სექტემბერში და სია გრძელდება", - თქვა ფაშინიანმა.
მისივე განცხადებით, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის მიზნებსა და მოტივებზე მთიან ყარაბაღში.
ფაშინიანმა თქვა, რომ ყარაბაღში ეთნიკური სომხები ეთიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან და თუ არ შეიქმნა რეალური საცხოვრებელი პირობები და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, იზრდება ალბათობა, რომ მოსახლეობა გადარჩენის ერთადერთ გზად სომხეთში დაბრუნებას განიხილავს.
ფაშინიანმა მოვლენების ამგვარ შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს და რუსულ სამშვიდობო ძალებს დააკისრა. მისივე თქმით, სომხეთი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ თუ ამ ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო მთავრობა მიიღებს ყარაბაღიდან წამოსულ სომხებს.
გესტ ჰაუსი „ლელიანი“, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კმაყოფილი ირანელი ტურისტი შალახოს ცეკვავს
სოცმედია • 1701356482
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353984
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353691
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი