სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მილერის ისტორიული სასახლე, რომელიც ელიტურ საცხოვრებელ სახლად უნდა გადაეკეთებინათ, რემონტის დროს თითქმის სრულად დაიწვა

მსოფლიო • 1790939081

პეტერბურგი ხანძარი

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, ისააკის ტაძართან ახლოს მდებარე მილერის ისტორიულ სასახლეში გაჩენილი ხანძრის ღია კერები უკვე ლიკვიდირებულია. ხანძარი 1 ოქტომბრის საღამოს გაჩნდა. ადგილზე მაშველები კონსტრუქციების დამუშავებასა და გაგრილებას განაგრძობენ. გავრცელებული ფოტოების თანახმად, რეგიონული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი შიგნიდან თითქმის სრულად არის დამწვარი.

წინასწარი ცნობებით, ხანძრის გაჩენა რესტავრაციის პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩატარებულ შემდუღებლობით სამუშაოებს უკავშირდება. მომხდარზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე სამშენებლო და სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა.

XIX საუკუნეში აშენებული მილერის სასახლის რესტავრაციისთვის დეველოპერულმა კომპანია „TAS“-მა 2026 წლის დასაწყისში 768 მილიონი რუბლის კრედიტი მიიღო. პროექტის მიხედვით, ისტორიული ნაგებობა ელიტურ საცხოვრებელ სახლად უნდა გადაეკეთებინათ. სამუშაოების დასრულება 2027 წლისთვის იგეგმებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325