სასურსათო კრიზისის დაძლევა მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ - პუტინი მსოფლიოს ულტიმატუმს უყენებს
მსოფლიო • 1653596439 1324

ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ, მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით.
"მოსკოვი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში, თუ დასავლეთი გააუქმებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“, - აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ბლოკირებული აქვს უკრაინის პორტები, რის შედეგადაც ვერ ხერხდება ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი, რითაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნები ზარალდებიან.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ "არ გააუქმებს სანქციებს ცარიელი დაპირებების საპასუხოდ" და არ გააკეთებს ამას მანამ, სანამ უკრაინაში ომი გაგრძელდება.
ფოტო: უკრაინის წილი მსოფლიო ექსპორტში (2019 წ. მონაცემები)

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310