„სომეხმა ხალხმა თავისი ხმით დაიცვა სახელმწიფო, მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას, მომავალს, მშვიდობას და თავად სომხეთის რესპუბლიკას“ - ფაშინიანი

მსოფლიო 1780904276

პოლიტიკა

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო სომეხ ხალხს გამარჯვება, რომელიც 2026 წლის 7 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად მოიპოვა. თავისი ხმით ამ ხალხმა დაიცვა სახელმწიფო, მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას, მომავალს, მშვიდობას და თავად სომხეთის რესპუბლიკას.ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სამმხრივი ომის პარტია განადგურებულია. ეს მნიშვნელოვანი, თუმცა არაა საბოლოო შედეგი, რადგან ვფიქრობ, ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება, რომ სამმხრივი ომის პარტია და მასთან დაკავშირებული კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა სომხეთის რესპუბლიკიდან უნდა აღმოიფხვრას და, რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური უმრავლესობისა და მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც დაუყოვნებლივ, გადამწყვეტი და მტკიცე ნაბიჯებით უნდა განვახორციელოთ.ასევე მინდა მივულოცო „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტიას გამარჯვება. პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს და მთავრობას ჩამოაყალიბებს. უახლოეს თვეებში კი ამ თემაზე უფრო დეტალურად საუბრის შესაძლებლობა გვექნება,“ — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697

ზოდიაქო
17 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...

ეს საინტერესოა 1784234560