სომხეთის ვექტორის შეცვლა კარგს არაფერს მოიტანს, ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება დაემართოს მისი "ახალ უკრაინად" ქცევაა - მედვედევი
მსოფლიო • 1791117352
დასავლეთი ამჟამად რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობების სიმტკიცეს ცდის. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ირანის სახელმწიფო ტელერადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელ „მაქსში“ გამოაქვეყნა.
„სომხეთის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად მიიჩნია განვითარების ვექტორის შეცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს — მისი «ახალ უკრაინად» ქცევაა,“ — აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი რეგიონულ პრობლემებს დამოუკიდებლად წყვეტს. მან დასძინა, რომ რუსეთი და ირანი კასპიის რეგიონის ნაწილს წარმოადგენენ და მეგობრობის, ვაჭრობისა და განვითარებისთვის მათ სხვა არავინ სჭირდებათ.
მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაცივება, მათ შორის, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის ფონზე მოხდა. ევროინტეგრაციის პროცესის დაწყების შესახებ კანონი სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის მარტში მიიღო, ხოლო 2026 წლის აგვისტოს ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი უახლოეს მომავალში დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცედურას.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროინტეგრაციას სომხეთის კანონიერი უფლება უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლას, რადგან ქვეყანა ერთდროულად ორ გაერთიანებაში ვერ იარსებებს.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










