სომხეთში Firebird AI-ის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული კომპლექსი გაიხსნა — NVIDIA-ს მონაწილეობით $5 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება

მსოფლიო 1786201873

სომხეთი ხელოვნური ინტელექტი

სომხეთის ქალაქ რაზდანში ოფიციალურად გაიხსნა Firebird AI — რეგიონში ხელოვნური ინტელექტის (AI) უმსხვილესი ინფრასტრუქტურული კომპლექსი, რომლის ინვესტიცია $5 მილიარდამდე აღწევს. პროექტის პარტნიორი კომპანია NVIDIA გახდა. მშენებლობას ნახევარ წელზე ოდნავ მეტი დასჭირდა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ჟასლან მადიევი და აშშ-ის დროებითი რწმუნებული სომხეთში დევიდ ალენი.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობის შემდეგი მსხვილი პროექტი „მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთაშორისო მარშრუტი“ (TRIPP) იქნება. მისი თქმით, TRIPP-ის რეალიზება შესაძლებელი გახდა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების დაჩქარების შემდეგ — იმ შეთანხმებების წყალობით, რომლებიც 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით მიიღეს.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა დაიწყეს ქვეყნის სუვერენული რეიტინგების გადახედვა, რაც ინვესტორებისთვის იმის სიგნალია, რომ სომხეთში სახსრების დაბანდება უსაფრთხოა.

„მშვიდობა არის გარდამტეხი ფაქტორი მთლიანად ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შეცვლის თვალსაზრისით“, — განაცხადა ფაშინიანმა. მან განსაკუთრებულად შეაფასა აშშ-სა და სომხეთს შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის სწრაფი ზრდა.

კომპანია Firebird-ის განცხადებით სომხეთის მთავრობასთან და NVIDIA-სთან ერთად მოწინავე AI-ინფრასტრუქტურა შეიქმნა.. AI-ფაბრიკა აგებულია NVIDIA DSX AI Factory-ის ეტალონური დიზაინის მიხედვით და დაკავშირებულია NVIDIA Spectrum-X Ethernet-ის ქსელური აპარატურით. ეს კონსტრუქცია აუმჯობესებს AI-ინფრასტრუქტურის ეკონომიკას: საშუალებას იძლევა იმავე სივრცეში 40%-ით მეტი გრაფიკული პროცესორი განთავსდეს და მაქსიმალურად გაზარდოს თითოეული მეგავატის ეფექტურობა.

რაზდანის AI-ქარხნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა Schneider Electric-მა უზრუნველყო. მან Firebird-ს შემჭიდროებულ ვადებში ჩატევაში შეუწყო ხელი — სწრაფად მიაწოდა და დაამონტაჟა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემები: საშუალო და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობები, სამფაზიანი უწყვეტი კვების წყაროები (UPS) და სერვერული კარადები.

ობიექტის გაგრილებისთვის კომპანია Vertiv-მა მოაწოდა არქიტექტურა, რომელიც აერთიანებს ჩილერებს, მართვის თანამედროვე სისტემებსა და Vertiv TrimCooler-ის ტექნოლოგიას სითბოს ეფექტური გაყვანისთვის.

Firebird-მა გამოაცხადა, რომ NVIDIA გეგმავს კომპანიაში ინვესტირებას — CoreWeave-ის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული ადრეული ინვესტიციების შემდეგ. NVIDIA-ს მხარდაჭერით, კომპანია ახორციელებს დაახლოებით 2 გიგავატი სიმძლავრის AI-ინფრასტრუქტურის საგზაო რუკას, რომელიც მოიცავს სომხეთს, ყაზახეთს და სხვა ბაზრებს.

სიმძლავრეებზე მოთხოვნა უკვე არსებობს AI-ზე ორიენტირებული კომპანიებისგან, მათ შორის Perplexity-სგან, რომელიც Firebird-თან თანამშრომლობს, რათა მიიღოს წვდომა მაღალპროდუქტიულ AI-ინფრასტრუქტურაზე თავისი AI-აგენტების პლატფორმისა და საძიებო სისტემისთვის.

ივნისში ყაზახეთმა, Firebird-მა და NVIDIA-მ ხელი მოაწერეს $10-მილიარდიან შეთანხმებათა პაკეტს ეკიბასტუზში AI-ინფრასტრუქტურისა და Data Center Valley-ს განვითარებისთვის. ყაზახეთი კომპანიის მეორე ბაზარი გახდა: Firebird-მა მიიღო 125 მეგავატი სიმძლავრის AI-ინფრასტრუქტურა. ყაზახეთის მთავრობამ გასცა საჭირო ნებართვები, ხოლო აშშ-მა — საექსპორტო ნებართვა.

ამჟამად კომპანია კიდევ რამდენიმე პერსპექტიულ ბაზარს ამუშავებს. Firebird-ის მიზანია 2028 წლის ბოლოსთვის AI-ინფრასტრუქტურის 2 გიგავატ სიმძლავრეს მიაღწიოს — ეს მას საშუალებას მისცემს გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი AI-ინფრასტრუქტურული ქსელი.

რაზდანის კომპლექსის გახსნა და ყაზახეთში შეთანხმებების ხელმოწერა ქმნის საფუძველს რეგიონში ერთიანი ტექნოლოგიური ჰაბისთვის. უახლოეს წლებში ამან შესაძლოა დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ციფრულ ეკონომიკაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172