სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მსოფლიო 1780807693

სომხეთი

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს | საარჩევნო უბნები 08:00-ზე გაიხსნა და 20:00-ზე დაიხურება. სომხეთში დღეს საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა აირჩიონ. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია სამოქალაქო კონტრაქტი. სოციალური კვლევების მიხედვით, ფაშინიანის პარტიას მოსახლეობის 32%-იანი მხარდაჭერა აქვს. საპარლამენტო არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია და ალიანსი იღებს მონაწილეობას, თუმცა სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიის მთავარი კონკურენტები პრორუსული პარტიები და ალიანსები არიან, მათგან ყველაზე გამორჩეული ფიგურა ძლიერი სომხეთის ერთ-ერთი წევრი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომელიც ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისთვის ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

 სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ: სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანი და მისი პარტია სომხეთის ალიანსი და სომხეთის კეთილდღეობა, რომლის ლიდერია გაგიკ წარუკიანი

საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2.5 მილიონამდე რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს პარალელურად, არჩევნებამდე 1 დღით ადრე სომხეთში საგამოძიებო კომიტეტმა ამომრჩევლის მოსყიდვის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა და 40-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე იმართება, რაც ქვეყნის ევროკავშირთან და ამერიკასთან დაახლოებამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, რუსეთმა სომხეთში სასმელების, ყვავილებისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა. ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, კი ევროკავშირმა სომხეთს 50 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო და მუდმივ მხარდაჭერას დაპირდა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014