თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ცნობებს აკვირდება - Axios

მსოფლიო • 1791191001

აშშ რუსეთი შავი ჭირი

თეთრი სახლი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასა და მასთან დაკავშირებით დაწესებულ კარანტინს. ამის შესახებ გამოცემა Axios-ს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი ინფორმირებულია ვითარების შესახებ, თვალს ადევნებს ინფექციის შესაძლო გავრცელებას და სამოქმედო ვარიანტებს აფასებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 25 სექტემბერს ირკუტსკის ოლქის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელს, დარია შიპილოვას, ფილტვის შავი ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა გაუტყდა.

29 სექტემბერს შიპილოვა მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის 1-ლი ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.

პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოცხადდა, ხოლო გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 200-მდე პირველი და მეორე წრის კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორ იგორ კობზევის განცხადებით, მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ არცერთ პირს დაავადების ნიშნები არ აღენიშნება და მათზე ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითია.

მიუხედავად რუსულ მედიაში გავრცელებული ვარაუდისა, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვის შავი ჭირი გახდა, ჯანდაცვის ოფიციალურ ორგანოებს დიაგნოზი ჯერ არ დაუდასტურებიათ.

რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, შიპილოვას „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა და შემდგომმა ლაბორატორიულმა კვლევებმა მის საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ გამოავლინა. უწყების მტკიცებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია.

თეთრმა სახლმა დამატებით კითხვებზე პასუხის მისაღებად მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან გადაამისამართა, სადაც კომენტარის გაკეთების მოთხოვნას ამ ეტაპზე არ უპასუხეს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განმარტებით, შავი ჭირი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ბაქტერიული დაავადებაა, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევისა და ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემთხვევაში მისი განკურნება შესაძლებელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851