ტრამპის განცხადებით, წარმატებული მოლაპარაკების შედეგად პუტინთან დიზელის მიწოდებაზე შეთანხმდა - აშშ-მ სანქციები დროებით შეამსუბუქა
მსოფლიო • 1791578313
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკებები დაასრულა. შეთანხმების თანახმად, რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწვდის ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს.
ტრამპის განცხადებით, შეთანხმებული გრაფიკი შემდეგ მოცულობებს ითვალისწინებს:
დაუყოვნებლივი მიწოდება - 300 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავი; ნოემბრის განმავლობაში - დამატებით 500 000 ტონა; უახლოეს პერიოდში - კიდევ 1 000 000 ტონა; რუსული გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგვიანებით ბაზარს კიდევ 3 000 000 ტონა დიზელი მიეწოდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან შეთანხმებისა და ჰორმუზის სრუტეზე ამერიკის სრული კონტროლის წყალობით, დიზელის ფასები აშშ-სა და მსოფლიოში რეკორდული სიჩქარით დაიწყებს შემცირებას. „ფასების შემცირება ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, რანჩოს მფლობელებისა და სატვირთოს მძღოლებისთვის, ჩემი მთავარი პრიორიტეტია. გარდა ამისა, უნდა გესმოდეთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!“ — განაცხადა ტრამპმა.
გამოცემა Clash Report-ის ცნობით, ტრამპის მითითებით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გასცა დროებითი ლიცენზია, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე რუსული დიზელის მიწოდებას რთავდა ნებას. უწყებამ დროებით დაუშვა რუსული წარმოშობის დიზელის გაყიდვასთან, მიწოდებასთან, ჩამოტვირთვასა და იმპორტთან (მათ შორის აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანასთან) დაკავშირებული ოპერაციები 2027 წლის 7 აპრილამდე.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ სექტორზე უკრაინის დარტყმებია და უარყო, რომ ეს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას უკავშირდება. თუმცა, ტრამპის განცხადების მიუხედავად, თითქოს ჰორმუზის სრუტე ღიაა, ორგანიზაცია Strait Up Maritime განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს — ამ დროისთვის ჰორმუზის სრუტის სტატუსი კვლავ „დახურულია“.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










