ტრამპის გარიგება ჩაშლის პირასაა, რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერებმა, რომლებიც აშშ-ის მიმართულებით მოძრაობდნენ, კურსი შეიცვალეს — FT

მსოფლიო • 1793869579

ტანკერი

Financial Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპის შუალედურ არჩევნებამდე წამოწყებული სკანდალური ინიციატივა, რომელიც აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტს ითვალისწინებდა, სავარაუდოდ, ჩაშლის პირასაა. საწყის ეტაპზე შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა ორმა ტანკერმა მარშრუტი მოულოდნელად შეიცვალა.

ტანკერების კურსიდან გადახვევა აშშ-ში საწვავის დეფიციტის კიდევ უფრო გამწვავების ფონზე მოხდა. ახალი მონაცემებით, დიზელის მარაგები, ბოლო ორ ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში პირველად, 100 მილიონ ბარელზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც დამატებით წნეხს უქმნის ამერიკის ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საწვავის სექტორს.

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიზელის შესყიდვაზე შეთანხმდა, რისი მიზანიც ფასების შემცირება და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება იყო. თუმცა, ამ ნაბიჯმა რესპუბლიკელებს სარგებელი ვერ მოუტანა — სამშაბათს გამართულ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარა.

აშშ-ის, დიდ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფმა 20 წლის რუსულმა ტანკერმა Talisman-მა და ჰონგ-კონგის მფლობელობაში არსებულმა, სიერა-ლეონეს დროშით მცურავმა ტანკერმა Leruo-მ (რომელიც სანქცირებულია დიდ ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის მიერ) დანიშნულების ადგილად მითითებული აშშ-ის ატლანტიკური სანაპირო შეცვალეს. Leruo-მ ახალ სიგნალად „ბრაზილია“ მიუთითა, ხოლო Talisman-ი ატლანტიკის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და ამჟამად ალჟირის სანაპიროსთან იმყოფება, სტატუსით — „განკარგულების მოლოდინში“.

რუსული დიზელით დატვირთული მესამე, ბერძნულ მფლობელობაში არსებული ტანკერი Agioi Fanendes-ი, სავარაუდოდ, აგრძელებს გზას აშშ-ისკენ, თუმცა ისიც აფიქსირებს სტატუსს „განკარგულების მოლოდინში“.

გარდა ამისა, სანქცირებული სეიშელის კუნძულების მფლობელობაში არსებული ტანკერი Beast-ი, რომელიც 27 ოქტომბერს რუსეთის პრიმორსკის პორტში დაიტვირთა, აშშ-ისკენ გაემართა და სიგნალად „ატლანტიკას“ აფიქსირებს, რაც აშშ-ის ატლანტიკური სანაპიროებისკენ კურსზე მიუთითებს.

ტრამპისა და პუტინის გარიგებამ კონგრესმენების უკმაყოფილება გამოიწვია. ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა მიკი შერილმა შტატის პორტებისა და ტერმინალების ოპერატორებს წერილობით მოუწოდა, უარი თქვან რუსული დიზელით დატვირთული ტანკერების მიღებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრი სანქციებით დაემუქრა.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ანალიტიკოსის, მეთ სმიტის თქმით: „აშშ-ისკენ მიმავალი სამი რუსული ტვირთიდან ორმა მარშრუტი უკვე შეიცვალა. მესამე, Agioi Fanendes-ი, ნიუ-იორკში უქმეებზე უნდა ჩავიდეს. თუმცა, ამერიკელი მყიდველების მხრიდან არსებული ორჭოფობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ ეს ტანკერიც შეიცვლის კურსს“.

დიზელის მიწოდება მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და უკრაინაში ომის გამო გადამამუშავებელი სიმძლავრეების დაკარგვის შედეგად. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანის ომი წამოიწყო, დიზელის ფიუჩერსული ფასები 60 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ხოლო ფასი ავტოგასამართ სადგურებზე გალონზე 6.27 დოლარს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851