ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, სერ პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიო • 1793311789

პატრიკ სტიუარტი

„ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ ვარსკვლავი, ლეგენდარული მსახიობი სერ პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია არტისტის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, მეუღლისა და ახლობლების გარემოცვაში, ალცჰეიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულაკების დემენციასთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

პატრიკ სტიუარტი ბრიტანეთის ქალაქ მირფილდში 1940 წელს დაიბადა. სცენაზე თამაში 1950-იანების ბოლოს დაიწყო, ხოლო კინოდებიუტი 1967 წელს ჰქონდა.

მსოფლიო აღიარება მას კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის როლმა მოუტანა საკულტო ამერიკულ სერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ (1987-1994). ამავე როლით ის ფრენჩაიზის სხვა ფილმებსა და სერიალებშიც გამოჩნდა.

კიდევ ერთი განთქმული სახასიათო როლი, რომელმაც მას მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩინა, პროფესორ ჩარლზ კსავიერის (პროფესორი X) პერსონაჟი იყო სუპერგმირულ კინოფრენჩაიზში „იქს-ადამიანები“, სადაც ის შვიდ სრულმეტრაჟიან ფილმში გადაიღეს.

60-წლიანი კარიერის განმავლობაში პატრიკ სტიუარტმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის „გრემი“ და ლორენს ოლივიეს ორი პრემია მიიღო. ის ასევე ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსის“, „ემის“, კინომსახიობთა გილდიისა და „ტონის“ ჯილდოებზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851