„თუ ვითარება არ გამოსწორდა, მთიანი ყარაბაღიდან თანამემამულეების სომხეთში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება“ - ფაშინიანი

მსოფლიო 1695384677    2242

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღიდან მათი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელი იქნება შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მათი მთიან ყარაბაღში დარჩენა შეუძლებელია, ანუ არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში.

"ჩვენ გვესმის, რომ ასეთი შეუძლებლობა ამჟამად არსებობს. თუ ვითარება არ გამოსწორდა, ეს იქნება ყველა ჩვენთაგანის დღის წესრიგში. მაგრამ ასევე მინდა გაცნობოთ, რომ 19 სექტემბერს, ანუ საომარი მოქმედებების დაწყების დღეს, ვიცე-პრემიერს ტიგრან ხაჩატრიანს დავავალე განეხილა ხელისუფლების კოლეგებთან, როგორ, სად და რით დავუჭერთ მხარს ჩვენს თანამემამულეებს. სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევაში მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი, საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვაზე და კვებაზე. ეს არის კოორდინირებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან", - თქვა ფაშინიანმა. 
მისივე თქმით, პირველი გეგმაა, რომ არ გავიდნენ სომხები მთიანი ყარაბაღიდან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე.

ფაშინიანმა გუშინ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობის ევაკუაცია უნდა იყოს მესამე გეგმა და არა – პირველი ან მეორე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ სომხეთი ეთნიკურ წმენდას საკუთარი ხელით ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოთარ ფარცხალაძე
მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? - თურნავა შეკითხვას არ პასუხობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, მოახერ...

კრიმინალი 1701860914

პოლონეთის პოლიცია
პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს - გატაცებული, სავარაუდოდ, ქართველია

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. გატაცებულიც სავარაუდოდ ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარ...

კრიმინალი 1701860730

ამინდი
6-9 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდ...

საზოგადოება 1701860617

პოლიცია
ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, "მაჭახელას" მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს - ინფორმაციას TV25 ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. TV25-ის თქმით, მათ კლინიკა მალევე დ...

კრიმინალი 1701860083

ენმ
საკრებულოების ნაწილში შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციები აღარ იყოს

ზუგდიდის, ჭიათურისა და ბათუმის საკრებულოებში შესაძლოა ფრაქცია სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აღარ იყოს. მას შემდეგ რაც ამ რეგიონებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და დეპუტატებმ...

პოლიტიკა 1701860017

რუსები საქართველოში
საქართველო შესაძლოა რუსეთის „მეგობრული ტურისტული ქვეყნების“ სიას დაემატოს

რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური წახალისების შემოღებას დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებზე სპეციალიზებული ტუროპერატორებისთვის. საუბარია სარეზერვო ფონდში მინიმალური შ...

პოლიტიკა 1701859912