თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მსოფლიო 1685257617    180

თურქეთი დროშა

 
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.

მეორე ტურში თურქეთის 13-ე პრეზიდენტად კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ. 

 


ორივე კანდიდატმა ბოლო წინასაარჩევნო მიტინგი სტამბოლში გამართა.

პრეზიდენტი ერდოღანი მოქალაქეებს არჩეული კურსის გაგრძელება და მსოფლიო ასპარეზზე თურქეთის პოზიციები განმტკიცებას ჰპირდება. ის ასევე გამოვიდა დაპირებით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში პენსიები და სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება. ერდოღანი ოპოზიციას თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთ მუშათა პარტიის“ მხარდაჭერაში სდებს ბრალს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

ერდოღანი მეორე ტურში კამპანიის დროს აქცენტს თურქეთში მყოფი სირიელი პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაზე აკეთებდა. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციას დასავლეთის მიერ მართულებს უწოდებს და ოპონენტს სიძულვილის ენით საუბრის გამო აკრიტიკებს.

გაერთიანებულო ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრობდა. ის ასევე გამოდიოდა ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პირობით. მან ერდოღანი პირადად დაადანაშაულა თურქეთში მიგრანტების შემოშვებაში.

ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად ისევ საპარლამენტო რესპუბლიკას იქცევა.

არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით ზურაბიშვილი
„არსებობს დედის @რაკი, რომელიც...” – დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი:   “იარე ლიზას” გამო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაც გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, მაგრამ ხანდახან თავს ვიტყუებთ, რომ თითქოს არ ვიცით ან თითქოს ყველაფერი სხვანაირადაა....

სოცმედია 1695959825

ოთარ ფარცხალაძე
„ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია... ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს“

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენ...

პოლიტიკა 1695959631

გახარია პრსსამსახური
რატომ დატოვა გიორგი გახარიას პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პარტია  

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას  პარტიაში საზოგადოებასთან ურთ...

პოლიტიკა 1695959507

მარგველაშვილი ივანიშვილი
„ოცნების“ სკანდალური კულუარები საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდა ივანიშვილი 2 თვის არჩეულ მარგველაშვილს გადადგომას

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას?   10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცე...

პოლიტიკა 1695959362

კაკულია
„უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია...“ - ლელა კაკულიას გაფრთხილება

ლელა კაკულიას გვერდი აქვეყნებს წინასწარმეტყველებას, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. „გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა: 2023 წლის 8 აგვისტო ამწ...

სოცმედია 1695959204

ჩვილი
სამი შვილის დედამ ტუალეტში იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო - საზარელი დანაშაულის დეტალები

"კურიერმა" მოიპოვა იმ ქალის ჩვენება, რომელიც ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. 30 წლის ქალი ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ 8 თვე არაფერი იცოდა. მისი ადვოკატი  ინტერვიუში ამბობს, რომ ახალგაზ...

კრიმინალი 1695959123