უნგრეთის ახალი მთავრობა ორბანის ყოფილი კაბინეტის წევრებს კომპენსაციას არ გადაუხდის და ამ თანხას უკრაინაში მდებარე ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხავს
მსოფლიო • 1778907102
უნგრეთის ახალი მთავრობა ვიქტორ ორბანის ყოფილი კაბინეტის წევრებს კომპენსაციას არ გადაუხდის, სანაცვლოდ ამ თანხას უკრაინაში მდებარე ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხავს.
პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ საკომპენსაციო ფონდი, რომელიც თითქმის 1 მილიარდ ფორინტს (3.22 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს, საქველმოქმედო დაწესებულებას ხელისუფლების ოფიციალური გადაბარების შემდეგ გადაერიცხება.TVP-ის 15 მაისის მონაცემებით, დაფინანსება შედგება ყოფილი მინისტრებისთვის გამოყოფილი 350 მილიონი ფორინტისაგან (1.13 მლნ აშშ დოლარი) და მათი მოადგილეებისთვის განკუთვნილი დამატებითი გადასახდელებისგან.
უნგრეთის კანონმდებლობით, თანამდებობიდან წასულ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს აქვთ ფინანსური კომპენსაციის უფლება თანამდებობაზე გატარებული დროის პროპორციულად.
"მოვუწოდებ მინისტრებს, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და ვალებში ჩაფლეს, არც კი იფიქრონ ამ ფულის აღებაზე. იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც მათ ქვეყანა დატოვეს, ეს მცირედია, რაც შეუძლიათ გააკეთონ — არ აიღონ ათობით მილიონი ფორინტი კომპენსაციის სახით“ — განაცხადა მადიარმა.
სახელმწიფო სახსრები განკუთვნილია თავშესაფრისთვის, რომელიც მდებარეობს უკრაინის სოფელში, სადაც უმეტესად ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ. ამასთანავე, ახალმა ადმინისტრაციამ წინა მთავრობის საქმიანობის გამოძიება დააანონსა.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










