უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლავროვის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი
მსოფლიო • 1775754397
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პიტერ სიიარტოო კრემლს ევროკაშირის კონფიდენციალურ დოკუმენტაციას აწვდიდა. საუბარია უკრაინის ევროკავშირის გაწევრიანების ჩარჩო დოკუმენტზე, რომლის გადაცემა სიიარტომ რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრს აღუთქვა.
ის დაპირდა, რომ დოკუმენტებს უნგრეთი მოსკოვში მათ საელჩოს გაუგზავნიდა.
სატელეფონო ჩანწერში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ დოკუმენტზეა საუბარი, თუმცა, მოგვიანებით, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ საუბარია 2023 წლის დეკემბრის ისტორიულ სამიტზე, როდესაც საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება გახსნა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს არის სერია სატელეფონო ჩანაწერებისა, თუ როგორ ასრულებს რუსეთის პირდაპირ დაკვეთებს პიტერ სიიარტო, როგორ აწვდის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
ლავროვი: მისმინე, ასევე მინდოდა დამერეკა და გადამემოწმებინა იმ კომპრომისის შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან მიაღწიეთ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
სიიარტო: დიახ.
ლავროვი: და იყო ინფორმაცია, რომ გადამწყვეტი როლი ეროვნული უმცირესობების ენის საკითხმა ითამაშა.
სიიარტო: აბსოლუტურად. ასე იყო. აბსოლუტურად ასე იყო.
ლავროვი: ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ ზუსტი დოკუმენტი, მაგრამ...
სიიარტო: ო, მე გამოგიგზავნით. პრობლემა არ არის.
ლავროვი: რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს.
სიიარტო: აბსოლუტურად. აბსოლუტურად. სწორედ ასეა. სწორედ ასეა. რადგან, იცით, ჩემი პოზიციაა, რომ როდესაც საქმე ეროვნულ უმცირესობებს ეხება — თუმცა, რა თქმა უნდა, მე უნგრელებს ვიცავ — აქ არ შეიძლება არსებობდეს დისკრიმინაცია. რადგან თუ არის დისკრიმინაცია ერთის მიმართ, ხვალ შეიძლება იყოს დისკრიმინაცია მეორის მიმართ.
ლავროვი: ზუსტად, როგორც ამაზე გარკვეული ხნის წინ ვისაუბრეთ.
სიიარტო: აბსოლუტურად.
ლავროვი: კარგი, პიტერ, თუ შეგიძლია გამომიგზავნო ეს დოკუმენტი, ძალიან მადლობელი დავრჩები.
სიიარტო: რა თქმა უნდა. ახლავე გავაკეთებ. გავუგზავნი ჩემს საელჩოს მოსკოვში, ჩემი ელჩი კი მას გადასცემს თქვენს ადმინისტრაციას და შემდეგ ის თქვენს განკარგულებაში იქნება.
ამასთან, ვრცელდება კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი, რომელიც სხვა დღესაა ჩაწერილი. ჩანაწერის თანახმად, უნგრეთის საგარეო საქმეტა მინისტრი ცდილობ, ჩაატაროს ეკონომიკური სამიტი, უნგრეთსა და რუსეთს შორის, რათა მათი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
სიიარტო: სერგეი, კიდევ ერთი რამ. მაქვს იდეა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უკვე დაამტკიცა. მინდა გკითხო, რამდენად განხორციელებადი გეჩვენება ეს. მინდა მოვიწვიოთ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა. გაქვს რაიმე უარყოფითი განცდა ამასთან დაკავშირებით, თუ შემიძლია დავუკავშირდე მიხეილს?
ლავროვი: არა, სულაც არა. სულაც არა. მხოლოდ პოზიტიური.
სიიარტო: ძალიან კარგი. მაშინ შენი ნებართვით დავუკავშირდები მიხეილს (მურაშკოს).
ლავროვი: რა თქმა უნდა.
სიიარტო: და ვთხოვ, რომ შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართოს, კარგი საბაბით. ასე რომ, ჩავატაროთ შეხვედრა უნგრეთის ტერიტორიაზე და ეს იყოს სრულფასოვანი ერთობლივი ეკონომიკური კომისია.
ლავროვი: შესანიშნავი იდეაა!
სიიარტო: ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, ჩემო მეგობარო!
ლავროვი: დიდი მადლობა.
სიიარტო: როცა რამე დაგჭირდება, შენს განკარგულებაში ვარ. იმედი მაქვს, თუ მანამდე ვერ შევხვდებით, გენერალურ ასამბლეაზე მაინც გამონახავ დროს ჩემთვის.
ლავროვი: აუცილებლად! ყოველივე კარგს!
სიიარტო: ნახვამდის!
ცნობისთვის, საკანდალური სატელეფონო ჩანაწერების სერია უნგრეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








