მსოფლიო • 1741602401
შეერთებულმა შტატებმა დაასრულა USAID-ის პროგრამების მიმოხილვა და მათ 83%-ს აუქმებს.
ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა.
„6-კვირიანი მიმოხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5 200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი ისე, რომ არ შეესაბამებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, კონგრესთან კონსულტაციებით იგეგმება დარჩენილი, დაახლოებით 1 000 პროგრამის უფრო ეფექტურად მართვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა. გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია და დავები მიმდინარეობს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. მთლიანი საგარეო დახმარება, რომლის ნაწილიც USAID-ია, ფედერალური ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. USAID დაახლოებით 120 ქვეყანაში ახორციელებს ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს.
თამუნას ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც მის ოჯახს არ აქვს. "ძალიან გთხოვთ მიიტანოთ ჩემი შვილის გასაჭირი გულთან...
საზოგადოება • 1742233840
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 1742232823
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 1742225499
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 1742222717
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას tvpirvel.ge-ს ინფორმირებული წყარო უდასტურებს. წყარო ძალოვანებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმ...
კრიმინალი • 1742222482
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არ...
მსოფლიო • 1742222234
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი