ვფიქრობ, დროა უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს, რომელსაც შეუძლია გარიგების დადება, რატომღაც, ზელენსკი არასდროს დებს გარიგებებს - ტრამპი
მსოფლიო • 1791713603
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის დარეგულირების შანსი მრავალჯერ ჰქონდა, თუმცა ეს გზა არ აირჩია.
„ჩვენ ვუთხარით: შეგიძლიათ რუსეთს გაუკეთოთ ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ ნუ მიიტანთ იერიშს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რადგან ეს გლობალურ პრობლემას ქმნის, ის კი მთელი მსოფიოსთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს დიზელის საწვავის გამო, რადგან რუსეთი მსოფლიო ბაზარს მისი მნიშვნელოვანი ნაწილით ამარაგებს. ჩვენ მათ ვუთხარით: აკეთეთ ის, რაც გსურთ, მაგრამ ნუ დაესხებით თავს დიზელის საწვავთან დაკავშირებულ ობიექტებს, რადგან ეს დიდ პრობლემას და საფრთხეს ბადებს. და რას აკეთებს ის? მიდის და ზუსტად ამ ობიექტებზე იტანს დარტყმებს!“ — აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა და არანაირი მიზეზი არ არსებობდა.
„ის არასდროს დაიწყებოდა. ეს არაკომპეტენტურობის გამო მოხდა. მის არსებობას საერთოდ არ უნდა ჰქონოდა ადგილი. თქვენ უკვე დაკარგეთ თქვენი ტერიტორიის 30%“, — განაცხადა მან.
ამასთან ტრამპმა განაცხადა, რომ დროა უკრაინამ აირჩიოს ახალი ლიდერი, რომელსაც გარიგებების დადება შეეძლება:
„ვფიქრობ, დროა უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. ვთავაზობ, უკრაინას ახალი ლიდერი ჰყავდეს, რომელსაც შეუძლია გარიგების დადება. რატომღაც, ზელენსკი არასდროს დებს გარიგებებს“ - აღნიშნა ტრამპმა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










