ვინ არიან რომის პაპობის კანდიდატები

მსოფლიო 1745739254

ვატიკანი

მაისში ვატიკანში შეიკრიბება კონკლავი, რომლის შემადგენლობაში 100-ზე მეტი კარდინალი შედის, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური.

BBC – ის ცნობით, ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსები ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს. ამასთან, პაროლინი წარმოშობთ იტალიელია, რაც ასევე შეიძლება იყოს გათვალისწინებული პონტიფიკოსის არჩევისას, რადგანაც უკანასკნელი სამი პაპი არ ყოფილა იტალიელი. 

 


პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კარდინალი 2019 წელს გახდა და კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. ის ბოლონიაში ველოსიპედით დადის, ლიბერალურად არის განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ თემის მიმართ. 2023 წელს ფანცისკემ ძუპი იტალიაში ვატიკანის მშვიდობის დესპანად დანიშნა.

პაპობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი კი პიერბატისტა პიცაბალაა, რომელიც 2023 წელს გახდა კარდინალი. მას ახლო აღმოსავლეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2020 წლიდან ის იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის თანამდებობას იკავებს. ის ძირითადად თავს იკავებს ხოლმე სადავო თემებზე კომენტარებისგან, რაც ასევე შეიძლება, მის უპირატესობად ჩაითვალოს.

კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიული ფრთიდან პაპობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატია უნგრელი არქიეპისკოპოსი პეტერ ერდიო. ის ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და განქორწინებული და ხელახლა ჯვარდაწერილი კათოლიკეების ზიარების მოწინააღმდეგეა. როდესაც 2015 წელს ფრანცისკემ მოუწოდა ევროპელ მღვდელმსახურებს, ლტოლვილები მიეღოთ, ერდიომ განაცხადა, რომ ეს დაემსგავსება „ადამიანებით ვაჭრობას“. თუმცა, როგორც მედია წერს, ერდიო არასდროს დაპირისპირებია პაპს საჯაროდ და შეიძლება, ის კომპრომისულ კანდიდატად განიხილონ.

პაპობის კანდიდატებს შორის ასევე სახელდებიან ფილიპინელი კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომელსაც აზიელ ფრანცისკესაც კი უწოდებენ, განელი კარდინალი პიტერ ტარკსონი და მალტელი მარიო გრეკი, რომელიც ამჟამად ეპისკოპოსების სინოდის გენერალური მდივანია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უცნობი ვიზა
„ ეკატერინა ხვედელიძემ კალამი მაჩუქა“ - „უცნობი“

„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა

საზოგადოება 1771317613

ომაძე ჟვანია
„მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - იზა ომაძე ნინო ჟვანიას 

თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...

საზოგადოება 1771315236

ხატია დეკანოიძე
პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ნიშნავს, რომ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...

სოცმედია 1771314890

ირაკლი კირცხალია
„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...

პოლიტიკა 1771314236

ნიკო კვარაცხელია
„არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ - ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

სოცმედია 1771312977

ბუსა ჟვანია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ შეუკვეთა - პროკურატურამ ძებნა გამოცხადა

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...

კრიმინალი 1771312899