ვინ დააკავეს დონალდ ტრამპის მეორე მკვლელობის მცდელობისთვის
მსოფლიო • 1726478424

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 58 წლის რაიან უესლი რუთია. 58 წლის რუთი, რომელიც ფლორიდაში დონალდ ტრამპზე სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დააკავეს, არის თვითდასაქმებული მშენებელი ჰავაიდან, რომელიც სოციალურ მედიაში პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა, ზოგჯერ ყოფილ პრეზიდენტს აკრიტიკებდა.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, რუთი უკრაინის მხარდამჭერია, მან გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ 2022 წელს სოციალურ ქსელში ათობით პოსტში, სადაც ამბობდა, რომ მზად იყო მომკვდარიყო ბრძოლაში და რომ „ჩვენ უნდა დავწვათ კრემლი“.
ადგილობრივი პროკურორი იუწყება, რომ ფლორიდაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დაპატიმრებისას დუმილის უფლება გამოიყენა.
„მან იცოდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო. გამოიყურებოდა როგორც ადამიანი, რომელსაც ეს ადრეც გაუკეთებია, არა აუცილებლად ეს დანაშაული, არამედ როგორც ვიღაც, ვისაც სამართალდამცავებთან ურთიერთობა ჰქონია“,- განაცხადა დევიდ არონბერგმა, პალმ-ბიჩის ოლქის პროკურორმა.
არონბერგმა ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მას „კრიმინალური წარსული“ ჰქონდა.

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...
მსოფლიო • 1750270872

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...
პოლიტიკა • 1750268436

ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...
მსოფლიო • 1750268339

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...
მსოფლიო • 1750265758

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინას...
პოლიტიკა • 1750265543

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...
მსოფლიო • 1750264084