137-მილიონიანი პროექტი გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად - რატომ დატოვა თანამდებობა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა
პოლიტიკა • 1652360874 456

საქართველოს მთავრობა ბაკურიანში - კოხტა-მიტარბიზე, ასევე დიდველზე გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA (მთის ტრასების სააგენტო) ახორციელებს, რომელმაც პოტენციური კონტრაქტორებისგან წინადადებები უკვე მიიღო. როგორც სახელმწიფო შპს-ში აცხადებენ, ამჟამად პრეტედენტების დოკუმენტაციების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.
2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს. MTA-მ ამ პროექტისთვის ბაზრის კვლევა მარტში დაიწყო და ამ კვლევაში მიწვეული იყვნენ წამყვანი ევროპული კომპანიები Technoalpin (ავსტრია); HDI - Leitner/Demaclenko Group (იტალია); MND Group (საფრანგეთი). ბაზრის კვლევის შედეგად, პროექტის სავარაუდო ღირებულებად 137,828,653 ლარია.
ფასთა კვლევა გაკეთებულია და სავარაუდო ღირებულება განსაზღვრული. MTA შემდეგ ეტაპზე გადავიდა და კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 29 აპრილამდე მისცა, თუმცა შემდეგ ვადა 5 მაისამდე გადაავადა. კომპანიებმა სახელმწიფოს საკუთარი წინადადებები დახურული კონვერტის სახით სწორედ 5 მაისს წარუდგინეს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, MND Group-მა (საფრანგეთი) უარი თქვა საკუთარი ფასის წარდგენაზე. შესაბამისად, 5 მაისს სახელმწიფოს სულ ორმა კომპანიამ წარუდგინა შეთავაზება:
● Technoalpin - ფასი 137,798,395 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 30,258 ლარით ნაკლებია;
● Leitner/Demaclenko Group - ფასი 91,939,038 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 45,880,616 ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ერთი პრეტედენტი სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას სავარაუდო ფასზე 46 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობს, მეორე კი თითქმის იმავე ფასად რაც ბაზრის მოკვლევაში იყო მითითებული. მთავრობის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ამ შესყიდვაში მონაწილე კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს 2019 წლის იანვრიდან დღემდე ანალოგიური სირთულის მინიმუმ 550 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების ბრუნვა. ამასთან, შესაბამისი პირობების მიხედვით, კომპანიას 2017 წლიდან მოყოლებული შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 გათოვლიანების სისტემის მონტაჟის სამუშაოები, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო თასის ან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მზადებაში.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გათოვლიანებისთვის, დიდველსა და მიტარბიზე ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი" ააშენებს, რისთვისაც კომპანიასთან 81.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდა. MTA-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც ირკვევა, ირაკლი ჭირაქაძემ კომპანიის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ის ირაკლი ბურჭულაძემ შეცვალა.
ირაკლი ბურჭულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. ბოლო 6 თვე კი - მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც ადასტურებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება. "თოთხმეტი წლის წინ, რუსეთის ძალადობრივი იმპერიული გეგმები მსოფლიოსთვის გაშიშვლდა საქართველოში" - წერს ის...
პოლიტიკა • 1660065884

პოლონეთში 35 წლის ქართველი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის წარმოშობით სენაკელი ზურა ქვარცხავაა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილს სოციალუირ ქსელში მეგობრები და...
საზოგადოება • 1660065455

რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ხშირად მეკითხებიან, რას ვგრძნობ მათ მიმართ ვისაც ჩემი შურს. მოქალაქეებო, პასუხი მარტივი და ნათელია....
ეს საინტერესოა • 1660064789

სოცქსელში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ასახულია საავტომობილო საცობი, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამფრთხალი რუსი ტურ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660062691

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს: "უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვან...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660061496

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სოფლის დეპუტატის, მ...
შემთხვევა • 1660061101