15 ივლისის დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით თურქეთის ელჩი განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა 1784037000

თურქეთს ელჩი

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი 15 ივლისის დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ტერორიზმი, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. არცერთი ტერორისტული აქტი არ შეიძლება მიიჩნეოდეს ლეგიტიმურად მისი მიზნებისა, თუ გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ მოწმე ვართ, თუ რაოდენ დამანგრეველია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებები.

თურქეთი, როგორც ტერორიზმისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა,  მოწინავეა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, რათა შეიქმნას კიდევ უფრო ეფექტური ანტიტერორისტული მექანიზმები.

2016 წლის 15 ივლისის ღამეს, სახელმწიფომ და ერმა მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია გადატრიალების სახით შენიღბულ ოკუპაციის მცდელობას. 15 ივლისის ტერორისტულმა აქტმა, რომლის მიზანიც თურქეთში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის, პრეზიდენტისა და კონსტიტუციური წყობის დამხობა იყო, მსოფლიოს უჩვენა უცხოეთიდან მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ბნელი სახე. 253 ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები წარსდგებიან სამართლისა და თურქი ერის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა იმ ღამეს.

ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ მრავალშრიანი, საერთაშორისო, უნიკალური, ტერორისტული, ორგანიზებული დაჯგუფებაა, რომელიც საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებს ხან სამოქალაქო საზოგადოების, ხან საგანმანათლებლო დაწესებულებების, ხანაც  რელიგიური გაერთიანების საფარქვეშ. იგი ცდილობს არა მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოსა და უწყებებში, არამედ ყველა იმ ქვეყნის ინსტიტუციებში ინფილტრაციას, სადაც წარმოდგენილია საკუთარი ფარული დღის წესრიგით. ეს ორგანიზაცია ჩართულია მრავალ უკანონო საქმიანობაში, რაც საფრთხეს უქმნის იმ ქვეყნების საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალს, სადაც ის მოქმედებს, მათ შორისაა: გადასახადებისგან თავის არიდება, ფულის გათეთრება, ვიზებისა და თავშესაფრის განაცხადებთან დაკავშირებული თაღლითობა, ტრეფიკინგი, შანტაჟი და მკვლელობაც კი. იგი არ ერიდება რელიგიური ღირებულებებით მანიპულაციას, ბოროტად სარგებლობს ჰუმანიტარული დახმარებით, განათლებითა და ვაჭრობით.

თურქეთი აგრძელებს FETÖ-სა და სხვა ეროვნული და საერთაშორისო საფრთხეების წინააღმდეგ უკომპრომისო და შეურიგებელ ბრძოლას. ამჟამად, ჩვენი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად ამ დაჯგუფების  გლობალური საქმიანობა ჩაშლილია და ყოველთვის იგივე ბედს გაიზიარებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს დარჩეს მედიის დღის წესრიგში საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენისა და ყალბი ინფორმაციების გავრცელების გზით.

ტერორისტული საფრთხის ეფექტური განეიტრალება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო დონეზე კონკრეტული თანამშრომლობის გზით. ამ მხრივ, უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ.

2016 წლის 15 ივლისი იყო ჩვენი ერის ნების გამოხატულება, რაც ჩვენთვის უდიდესი საწინდარია ტერორისტული ორგანიზაცია „FETÖ-ს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქი ხალხის გულში გამორჩეული ადგილი უკავიათ იმ სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს, რომლებიც მხარს უჭერენ თურქეთს ამ ბრძოლაში.

15 ივლისის, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, პატივს მივაგებთ გმირულად დაღუპულების, ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად წინააღმდეგობა გაუწიეს გადატრიალების მცდელობას."- ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400