„190 ქვეყანას შორის ვიყაით პირველ ადგილზე, ვინც უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა“ - პრემიერი
პოლიტიკა • 1670420540 151

"ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ დახმარების საშუალებებს" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინისთვის გენერატორების მიწოდებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ თქვა.
ღარიბაშვილმა ომის დაწყების დღიდან უკრაინისთვის საქართველოს მხრიდან დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს გენერატორებზე, რომელიც უკრაინამ საქართველოს მთავრობას ერთი თვის წინ სთხოვა.
"თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ჩვენ მთელი საზოგადოება, მთელი ერი გავერთიანდით მთავრობასთან ერთად და ჩვენ 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, ჩვენ იგივე უკრაინის პოსტის მონაცემების მიხედვით 190 ქვეყანას შორის ვიყაით პირველ ადგილზე, ვინც უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, იცით, რომ მანამდე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს და ახლაც გრძელდება ეს დახმარება...
რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ დახმარების საშუალებებს და რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ.
სამხედროდ დახმარებაზე, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ჩვენ ამ ომში, როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ესაა ჩვენი პოზიცია", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებდა, რომ საქართველოს "ომში ჩართვას ბევრი ცდილობდა", ამის მაგალითად მან უკრაინის მთავრობა მოიყვანა.
"რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი არ ითქმის, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და არა მხოლოდ, უკრაინელი ქალები და ბავშვები, არამედ ეს ფრონტიც უნდა გადავიდეს საქართველოში, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება, ამის შემდეგ ჩვენ არა ერთი მსგავსი შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ საჯაროდ არ ითქმის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ქვეყანაში მმართველი პარტია არის ქართული ოცნებაა, ვინც გადავწყვიტეთ, რომ მთავარი ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებია", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...
პოლიტიკა • 1675004888

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ...
პოლიტიკა • 1674997159

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლში შევარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მომხდარ...
შემთხვევა • 1674996617

30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი - ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ავრცელ...
პოლიტიკა • 1674996482