2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1663871340    1106

ირაკლი ღარიბაშვილი

2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება.

„ბატონო პრეზიდენტო,ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ. მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა. 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა. დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას. ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.

„ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟურნალისტები
ტყვეობის 365 დღე… ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც წყდება საქართველოს და უკრაინის ბედი. თავისუფლება ან სიკვდილი! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავს...

პოლიტიკა 1664582400

უკრაინა ნატო
"უკრაინის სიმამაცეს ალიანსის გაძლიერება შეუძლია" - ბალტიისპირეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი "სრულიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში რაც შეიძლება მალე მიღებას". მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელ...

მსოფლიო 1664581500

სააკაშვილის ერთი წელი
“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - 1 წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან

ერთი წლის, პირველ ოქტომბერს, დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო  - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” . მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავ...

პოლიტიკა 1664579580

საგარეო
საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელო...

პოლიტიკა 1664574545

მობილიზაცია
რუსეთში ჩინოვნიკებმა მობილიზაციისგან ფულის გამომუშავების გზა გამოიგონეს

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარეში ჩინოვნიკებმა დააწესეს კორუფციული „ტარიფები“, სამხედრო მობილიზაციის გადადებისთვის - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს გამართულ ბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664574240

ავარია
საშინელი ავტოავარია: ზუგდიდში ავტომობილი ხეს შეეჯახა - უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. gurianews-ის ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შ...

შემთხვევა 1664566802