„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე
პოლიტიკა • 1728037948

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიეოვთან შეხვედრისას თქვა.
"გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებაში, სახელმწიფოს განმტკიცებაში, როგორც ეს გათვალისწინებული ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის გზა მხოლოდ წინ მიდის - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება", - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა "პრინციპული პოზიციისთვის" უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მინისტრს მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, იგი დისკუსიებიდან ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანას შეეხო.
"მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა ვნახავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება", - განაცხადა მან.
28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო.
მეორე დღეს აღნიშნულ განცხადებას განცხადებას ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოახმაურა და აღნიშნა, რომ "ხელისუფლება მას პოზიტიურად აფასებს". კალაძემ ასევე თქვა, რომ "[რუსეთის] განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა".
ამავე დროს, რუსეთში განმარტეს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს.

ირაკლი კუორაძე: ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილელევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელიბ...
პოლიტიკა • 1751994677

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა. ახვლედიანს 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად მოსამართლემ...
კრიმინალი • 1751993466

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:,,გაწამდა ტვ–პირველი იმის მტკიცებით,რომ ადგილობრივი არჩევნებია ჩვენი გადარჩენა. ამიტომ მაქვს წინადადება ხაზარაძესთან, აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხ...
სოცმედია • 1751986272

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751984728

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები...
პოლიტიკა • 1751984405

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:„ყველაზე შემზარავი მაინც იმის გააზრებაა, რომ ივანიშვილმა ცხოველებად გადააქცია ადამიანები. რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ –...
სოცმედია • 1751984249