2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას ემიჯნებიან

პოლიტიკა 1732986157

აგვისტოს ომი

2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები ხელისუფლების ანტოდასავლურ პოლიტიკას ემიჯნებიან - ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე საერთო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ - წერენ ისინი. 
გმირების ოჯახის წევრების განცხადებით, "ფაქტია, რომ ათწლეულების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩიხშია შესული"

 

"ჩვენ, 2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები  თავს მოვალედ მივიჩნევთ დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო პროცესებზე. 
ფაქტია, რომ ათწლეულების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,  ჩიხშია შესული.
ფაქტია, რომ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კარგავენ ერთმანეთს,  აყენებენ შეურაცხყოფას...ეს არ არის ჯანსაღი გარემო.
ფაქტია, რომ მომავალი თაობა, ახალგაზრდები,

 

მათი მშობლებიც,  ამაზე ძალიან ვწუხვართ, არის პროტესტი.
თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ უფლება, მოვალეობაც აქვს,  იზრუნოს თავის ქვეყნის სწორ განვითარებაზე,  გააპროტესტოს ყველაფერი, რაც ქვეყნის ცივილიზაციურ მომავალს დაბრკოლებას უქმნის.
მათ ამაში ვერავინ და ვერაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. კონსტიტუცია და მისგან მონიჭებული უფლება-მოვალეობა, ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან მისი დაცვაა  სწორედ სახელმწიფოს არსებობის  ქვაკუთხედი.
 პასუხისმგებელობაა ისიც, რომ როცა ქვეყნისთვის  უმნიშვნელოვანესი პროცესი სწორად არ, თუ ვერ წარიმართა,  ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ სწორი გზა, მოუსმინო მათ მოთხოვნებს.
არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის  განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის  მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ.
ვინ როგორ და რანაირადაც არ უნდა აღიქვამდეს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს, ისინი ჩვენი შვილები არიან.
მომავალი მათია და უფლება აქვთ ჰქონდეთ თავის შეხედულებები, სურვილები.
და თუ ვინმე მათ იმ აგრესიით უპასუხებს, რასაც ვხედავთ, აღარავის ექნება უფლება უსაყვედუროს შემხვედრ აგრესიაზე.
შეუძლებელია ამ გამეტებული ცემა-ტყეპის ყურება, ბეწვის ხიდზე სიარული, მოლოდინი,  თუ როდის დატრიალდება უბედურება . შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, რადგან ეს ანადგურებს ინსტიტუციებს.
ვერავინ გაამართლებს ამ  სურათს სოც.ქსელებში გავრცელებული უცხოური ვიდეოებითა და ფაშისტური, თუ ტერორისტული ორგანიზაციების დემონსტრაციათა დაშლის მაგალითებით.
ბიდიშით, ეს ქვეყანა პატარაა და ყველას გვყავს იქ საკუთარი, მეგობრის, მეზობლის თუ ნაცნობის შვილი. ვიცით რაც აწუხებთ.
 საქართველოს მომავალი ევროპაა და მონდომების შემთხვევაში,  ბუნდოვანი და ფაქტებს მოკლებული დაპირებების მიღმა, ეს მომავალი არაა ეფემერული.
საქართველოს ჰყავს ერთი მტერი--რუსეთი.
ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს.
 ნუ აღმოვჩნდებით ჩვენი ქმედებებით ამ მტრის მოკავშირე. ამაზე მან უნდა იფიქროს, ვისაც მეტი მოვალეობა აქვს, ზოგჯერ ინდივიდუალურადაც.
ჩვენ, როგორც შეგვიძლია ისე  ვცდილობთ დავიცვათ ის იდეა, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები შეეწირნენ. 
ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი!!!
არც ის გვსურს, რომელიმე ქართველის შთამომავლობას მართლა  ჰქონდეს

 

საშვილიშვილო ბოდიში მოსახდელი თავის თანამემამულეებთან.ვემსახურებით საქართველოს!ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას!" ნათქვამია მიმართვაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაკო გომური
"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...

პოლიტიკა 1762958294

ქოცები ყვარელი
„ყვარლის მერის მოადგილემ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას სცემა, შემდეგ ძმებმა - მას“ - პროკურატურა

პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...

კრიმინალი 1762955531

იტალიის პოლიცია
ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ რომში, საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...

კრიმინალი 1762955427

დოროთე ყურაშვილ
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია"- ევროკომისიის პასუხი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...

პოლიტიკა 1762953937

ბიძნა გახარია
"ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა" - გახარიას გუნდის პირველი კომენტარი

 გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...

პოლიტიკა 1762952375

მირცხულავა
"აბა რა ეგონა(თ)... აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა"... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...

სოცმედია 1762950250