2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა - TI
პოლიტიკა • 1720600040

2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა - საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ გასულ წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ორგანიზაციის ცნობით, პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია აწვდიდა. კერძოდ -
პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.
ძირითადი მიგნებები
2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი.
2023 წლის თებერვალში უმრავლესობის წევრებმა „ხალხის ძალის” სახით, პარლამენტს წარუდგინეს ე. წ “რუსული კანონი” რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტების განხილვას დიდი მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში. აქციები 2-8 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა. საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ ინიციატივების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ხალხის ამ წინააღმდეგობამ და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა.
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციის გაგრძელება იყო, ზოგიერთი კი სრულიად ახალი. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან შეასრულა მხოლოდ 3.
სტატისტიკური მონაცემები
2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა;
კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;
73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;
შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო.[1] ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა).
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა.
პარლამენტის წევრთა აქტიურობა
საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი;
ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები
პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, კორუფციის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც პროკურორები ვალდებული არიან ქონებრივი დეკლარაცია წარადგინონ.
ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ ინიციატივა, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებები, რეგლამენტში ცვლილებები ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ.

მე ვურჩევდი ჩინეთის მთავრობას პეკინში, დაუკავშირდნენ მათ [ირანს] ამ საკითხზე [ჰორმუზის სრუტის შესაძლო გადაკეტვაზე], რადგან ისინი ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით ძლიერ არიან დამოკიდებული. თუ ისინი ამა...
მსოფლიო • 1750604837

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის ვირთვული ობიექტების დაბომბვას გმობს შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელრბს: ,,ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტე...
მსოფლიო • 1750599199

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:„ჩემი ინფორმაციით გახარია თავშესაფარს ითხოვს გერმანიაში! გაურბის პასუხისმგებლობას! მხდალი და ფარჩაკი – სააკაშვილის გზას დაადგა! დევნილი პრემიერი– საქართველოს...
სოცმედია • 1750597897

"ტრამპმა თავისი ამომრჩევლების ბაზა დაკარგა. მაგრამ შესაძლოა, მას ის აღარც სჭირდება.ტრამპი გარკვეულმა ჩრდილოვანმა ძალებმა გამოიყენეს, მან უღალატა თავის მიმდევრებს, MAGA-ს, და ახლა შეუძლია წავიდეს.მესამ...
მსოფლიო • 1750595813

"დღეს მივემგზავრები მოსკოვში, და ხვალ დილით პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა მაქვს. რუსეთი ირანის მეგობარია და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კონსულტაციებს ერთმანეთთან და პო...
მსოფლიო • 1750595159

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშს გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი. მედვედევის მტკიცებით, აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშით ბევრი ვ...
მსოფლიო • 1750593766