„2023 წელს შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა“ - ომბუდსმენი

პოლიტიკა 1702202068

იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, წელს, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას, რიგ შემთხვევებში, პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროა ახალი კოდექსის შემუშავება, რადგანაც „საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს“.

ლევან იოსელანი მიუთითებს, რომ ამ მხრივ, 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

„2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია. სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში, პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას.

შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

 

სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს.

ამ მხრივ, 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

აღნიშნული ინიციატივა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე ასევე უარყოფითად შეფასდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ.

აღნიშნული შეფასებით შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად.

დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ლევან იოსელიანი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა.

„აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს.

2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა. უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაქარაშვილი კესო
„მომცა 11 ტრანსი გოგოს მისამართი და ფული.. ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო“ - გიგა მაქარაშვილი კესარია აბრამიძეზე

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება კესარია აბრამიძის მკვლელობას და მისი ქველმოქმედების ისტორიას იხსენებს. „არ მეგონა თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა ი...

სოცმედია 1726760721

კორტნი.PNG
„ეს სანქციები გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება" - კორტნი

"გარკვეულწილად, ეს [სანქციები] გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ...

პოლიტიკა 1726759785

კესარია აბრამიძე
იყო თუ არა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება - ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს

იყო თუ არა შესაძლებელი კიდევ ერთი ტრაგედიის თავიდან აცილება? - "უფლებები საქართველოს" ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ტრანსგენდერი ქალი ჯერ კიდევ თვეების წინ...

კრიმინალი 1726758652

ხუხაშვილი
“ახლა ვერ შეძლეს, პოსტსაარჩევნოდ შეძლებენ“ - გია ხუხაშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე

ექსპერტი, გია ხუხაშვილი გახარია-ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში დრამატულს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, მათ გაერთიანება პოსტ-საარჩევნოდ შეძლონ. ხუხაშვილი აცხადებს,  რომ “ახლა მთავარ...

პოლიტიკა 1726758559

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 21 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნა...

საზოგადოება 1726756248

თაობა საქბანკი
საქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალზე  31...

ბიზნესი & ეკონომიკა 1726755930