26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი ხალხს მიმართავს
პოლიტიკა • 1748097543
სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ 26 მაისის დღისადმი შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა საზოგადოებას 26 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს.
საკმაოდ დიდი ხანია, ვემზადებით 26 მაისისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. გვინდა, რომ დამოუკიდებლობის დღე საკადრისად აღვნიშნოთ. დღეს გვქონდა ერთ-ერთი ბოლო საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გავიარეთ ბოლო საკითხები ამ დღის საორგანიზაციო თემატიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდეს. ეს დღე იქნება სახალხო, ერთიანი, დატვირთული იქნება შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკით, ამიტომ მთელ საზოგადოებას გვინდა, რომ ეს დღეს აღვნიშნოთ". - განაცხადა გოტა ჭანტურია.
ცნობისთვის, 26 მაისს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ 17:10 საათზე, დამფუძნებელი კრების სასახლესთან (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხონ და მთელ სამყაროს გააგონონ ხმა, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქცია-პერფორმანსში მონაწილეობას სტუდენტები, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები, პოლიტიკოსები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები მიიღებენ.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












