4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - უფლებადამცველი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

პოლიტიკა 1759917308

პატრული

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 13 პირიდან 4-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. საუბარია ევა შაშიაშვილზე, დავით სტურუაზე, აბო ნავერიანსა და თორნიკე მჭედლიშვილზე.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებული ქალის, ევა შაშიაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ესაჭიროება და ამ თხოვნით ის პროკურატურას აღკევთის ღონისძიებაზე მსჯელობის დასრულების შემდეგ მიმართავს.

 

ამირან ბურდული ასევე ამბობს, რომ შაშიაშვილს მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს და ამიტომ გეგმავს, სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს.

 

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასაც მოვითხოვთ. დუმილის უფლებას ირჩევს ის ჯერჯერობით. პრობლები აქვს მასაც და ოჯახის წევრიც მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს, 24 წლის გოგონა. ბრალის დადგენილებაში არის ჯუფურ ძალადობაში მონაწილეობა. თვითონ ამბობს, რომ ერთი ქვა ვისროლეო. ძალიან ბევრი მასალებია და მე არ გავცნობივარ ჯერ - გავეცნობი. არავის იცნობს. ვინაიდან, როგორც მითხრა, ოჯახური მდგომარეობა მძიმე აქვს, მოვითხოვ ალბათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, გარკვეული თანხის შეფარდებას, - ამბობს ამირან ბურდული. 
როგორც ადვოკატები ამბობენ, მთავარ მტკიცებულებად გამოძიებას ვიდეკადრები აქვს წარმოდგენილი, თუმცა მათი შეფასებით, აღნიშნულ კადრებში ძალადობრივი მოქმედებები არ ჩანს.

დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დამცველი ასევე ყურადღებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს. მისი თქმით, გოგოლაძეს სიმსივნე აქვს და ასევე გადატანილი აქვს გულის ინფარქტი, ამიტომ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.

 

მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენილია ვიდეოკადრები, მაგრამ ამ ვიდეოკადრებით საერთოდ არანაირად არ დასტურდება ძალადობის ფაქტი ან მცდელობა, თითქოს სახელმწიფო მნიშვნეობის ობიექტის ხელში ჩაგდება და ა.შ. რეალურად, ბრალში მითითებული აქვთ კიდევ, თითქოსდა ბატონი პაატა ბურჭულაძის ორანიზებული გეგმის მიხედვით თითქოსდა მოქმედებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არათუ პაატა ბურჭულაძეს, არამედ აქციის მონაწილე არცერთ წევრს არ იცნობს.

 

სასამართლოს მივმართავს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით. არის ხანდაზმული მამაკაცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ვინაიდან მას აღენიშნება სიმსივნე, ასევე მას რამდენიმე თვის წინ გადატანილი აქვს გულის ინფარქტი, შესაბამისად, მისი პატიმრობაში ყოფნა შეუძლებელია, - ამბობს გიორგი ჭოჭუა. 4-ვე ბრალდებულს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ყველა ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე საბა აშშ
„მე, როგორც ერთ-ერთი მღვდელმთვარი, თანახმა ვარ, რომ პატიმრების შეწყალება მოხდეს“ - მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...

საზოგადოება 1778607897

მეუფე იაკობი
„ ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა“ — მეუფე იაკობი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე

„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...

პოლიტიკა 1778601240

ნავთობი
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო - The Moscow Times

უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1778601094

ივანიშვილი
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება

შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...

პოლიტიკა 1778601017

ლუკაშენკო
„ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ - ლუკაშენკო

„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...

მსოფლიო 1778600936

ნანუკა ჟორჟოლიანი
„როგორ ივსება პატიმრების ბარათები, რომ იცოდეთ... თუ რამე გამომრჩა და კითხვა გაქვთ, აქ ვარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...

სოცმედია 1778600879