„5 წელიწადში გავხდიდი საქართველოს ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად... ქვეყანამ რეგიონში მისია უნდა დაიბრუნოს“ - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა 1669371300    1743

მამუკა ხაზარაძე

5 წელიწადში გავხდიდი საქართველოს ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად... საქართველოს სამეზობლო რეგიონში მისია უნდა დავუბრუნოთ - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე ვიდეოინტერვიუში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში მის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანას აქვს პერსპექტივა იქცეს რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ, სადაც ქართველი ემიგრანტები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში და ჩამოვლენ ასევე უცხოელი სპეციალისტები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ხაზარაძის თქმით, მას არასოდეს უფიქრია ემიგრაციაში წასვლა, მიუხედავად მრავალი შანსისა.

„არასოდეს წავალ ემიგრაციაში... ეს არის ჩემი ქვეყანა და მინდა თქვენი და ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ... არასდროს არ წავალ ემიგრაციაში, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ცხოვრების და იქ ბიზნესის კეთების საშუალება ბოლო 20 წელია მქონდა და მაქვს თავისუფლად. ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. მინდა, რომ თქვენი შვილები და ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ და მეც.

დაახლოებით 5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, დარწმუნებული ვარ ეს ასე მოხდება, სადაც, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების. იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ.

ეს იქნება ადგილი სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად - ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. იმიტომ, რომ პირველ რიგში მისია უნდა დავიბრუნოთ და ეს მისია და ეს ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნის გარეშე, ანუ საქართველო მაქვს მხედველობაში - არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მთლიანი ვიდეოს ბმული: https://bit.ly/3XuRSJO

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩეჩენი ბლოგერი
მოკლულია ჩეჩენი ბლოგერი - რა მოხდა შვედეთში

მედიისა და აქტივისტების ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა 1 ADAT არხი, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერ...

მსოფლიო 1670226522

ტანკერი აფეთქება
დაღუპულია 3 ადამიანი - აფეთქება რუსეთის საწვავის ტანკერზე

რუსეთში, რიაზანთან ახლოს, აეროდრომზე საწვავის ტანკერი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია სასწრაფო დახმარების სამსახუ...

მსოფლიო 1670226391

მიხეილ სააკაშვილი
„აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა“ - "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას ა...

პოლიტიკა 1670224656

დროა ხოშტარია
„მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე, ახალ წელს ნუ მიფუჭებო“ - ელენე ხოშტარია უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2...

პოლიტიკა 1670223936

სამედიცინო სერვისი
REDMED-ის სამედიცინო სერვისები

REDMED- ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს სა...

ჯანმრთელობა 1670223631

პაპუაშვილი
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ 33 ქართველი იმსხვერპლა“ - შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „ბოლო რამდენ...

პოლიტიკა 1670222803