„50 აკაცუკი იყო შეკრებილი აქციაზე, 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო მინისტრი“ - კობახიძე
პოლიტიკა • 1760590375
კანონსაწინააღმდეგო შეკრებას 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდა. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო, და ამის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა მისვლა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე — ხო, 50 კაცს შეუერთდა 51-ედ.
მან ერთი ტყუილიც იქვე, უკვე აქციაზე თქვა, და ამას დილით მეორე ტყუილი დაამატა — თქვა, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, და მანაც შესანიშნავად იცოდა, რომ პირიქით — აქცია პიკზე იყო და მას შემდეგ აღარაფერი შემატებია.
ეს მართლაც შემაშფოთებელი კატასტროფაა, როდესაც ევროპელი ლიდერები — თუნდაც ფინეთი არ იყოს ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ მაინც არის ევროკავშირის წევრი — ამ დონის ტყუილებს კადრულობენ. ეს არის ცრუპენტელობა, უფრო ზუსტად რომ ვთქვა.
ზუსტად იგივეა ორივე შემთხვევა. რეალურად, თუ „გაუქმებაში“ იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა — კი, რა თქმა უნდა, საფუძველი ამით შექმნა მან. მაგრამ ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით არავითარი კომუნიკაცია არ გვქონია — ან უფრო სწორად, მათ არ ჰქონიათ ჩვენთან არავითარი კომუნიკაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების შესახებ, რამაც, რა თქმა უნდა, ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან გამოსვლა იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც შევიდა ამ უხერხულობაში — ანუ 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობით.
50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე, და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც სრულიად წარმოუდგენელია.
განაცხადა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
15 ოქტომბერს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ირაკლი კობახიძემ გააუქმა. რამდენიმე საათში ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, მათთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრა თავად გააუქმა.
ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ მიიღო განრიგში ცვლილებების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით შეატყობინა.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










