8 პოლიტპატიმრის საქმე და ცრუ მოწმე პოლიციელები

პოლიტიკა 1747236769

ცრუ მოწმე პოლიციელები

8 პოლიტპატიმრის საქმეზე სასამართლო პროცესი 23 მაისს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე 5 მოწმე გამოიკითხა, ყველა პოლიციელი. წინა სხდომების ჩათვლით, ჯამში 10 პოლიციელია გამოკითხული.

დღეს გამოიკითხნენ ნიკოლოზ ხურცილავა, ივანე კაპანაძე, ნიკოლოზ მანჯავიძე, საბა ნაბახტეველი და ლაშა იუღლიშვილი. ყველა მათგანს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა როგორც გაირკვა, ზოგს დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე არ აქვს ხელი მოწერილი, ზოგის "სისხლით დასვრილი" სამოსი კი ნივთმტკიცებად არც კი ამოუღიათ.

 

"აქეთ პოლიციელები ვიყავით მოქალაქეებისგან დასაცავი; არ ვიცი, ვისი ნასროლი მომხვდა. ზვიად ცეცხლაძე ვერ გეტყვით იქ იყო თუ არა" - თქვა ნიკოლოზ ხურცილავამ

„სახლში მაქვს, ზედ რაიმე კვალი დიდი ალბათობით აღარ არის“ - თქვა ივანე კაპანაძემ, რომელმა "სისხლით დასვრილი" სამოსი ნივთმტკიცებად პოლიციაში არ მიიტანა.

"ან სახლში იქნება, ან ნაგავში“ - თქვა ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე პოლიციის ფორმაზე, რომელიც 28 ნოემბრის აქციაზე ეცვა და მისივე თქმით, დასვრილი იყო, თუმცა "სისხლით თუ სხვა რაიმეთი", არ იცის, თუმცა ამბობს, რომ  „ხელი დაესვარა“ სისხლით.

მოწმე საბა ნაბახტეველმა დაადასტურა, რომ დაამახსოვრდებოდა ძალადობის ორგანიზებას რომ შესწრებოდა - „მივაწვეთ, ასე ვქნათ, ისე ვქნათ, - ესენი მესმოდა, ეს თუ არის ძალადობის ორგანიზება, მაშინ მესმოდა, თუ არა და არა“, - თქვა მოწმემ. ნაბახტეველის თქმით, ჭიჭინაძის ქუჩაზე იდგა, როცა სახის არეში ქვა მოხვდა.

მორიგმა მოწმე პოლიციელმა ლაშა იუღლიშვილმა ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს დაუდასტურა, რომ მას აქვს დაზიანების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც პროკურატურას მისი ტელეფონიდან არ გამოუთხოვია.

 

ადვოკატმა სასამართლოს პოლიციელის ტელეფონიდან, აღნიშნული ფოტოს გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178