9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
პოლიტიკა • 1775706439
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებას გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევისას გამოიყენეს მომწამლავი ქიმიური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები. იქვე იყვნენ ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორებიც. რუსული ტანკების აგრესიას აქციის ათასობით მონაწილე შიშველი ხელებით დახვდა.
მომხდარს 21 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი, რუსმა ჯარისკაცებმა, ოდნავ მოგვიანებით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოკლეს. დარბევისას დაიჭრა და დაშავდა აქციის ასობით მონაწილე. ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაშავდა და კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას, უცნობია.
9 აპრილს დაღუპულები:• აზა ადამია - 22 წლის• თამუნა დოლიძე - 28 წლის• მზია ჯინჭარაძე - 43 წლის• გია ქარსელაძე - 25 წლის• თამუნა ჭოველიძე - 16 წლის• ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის• ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის• თინა ენუქიძე - 70 წლის• ნანა სამარგულიანი - 30 წლის• ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის• მამუკა ნოზაძე - 22 წლის• ნატო გიორგაძე - 23 წლის• ვენერა მეტრეველი - 46 წლის• მანანა ლოლაძე - 33 წლის• ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის• ზაირა კიკვიძე - 61 წლის• მანანა მელქაძე - 23 წლის• ნინო თოიძე - 25 წლის• თამარ მამულაშვილი - 50 წლის• მარინე ჭყონია - 25 წლის• შალვა ქვასროლიაშვილი - 35 წლის
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776583264
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...
სოცმედია • 1776583076
„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...
მსოფლიო • 1776582759
უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1776582533
"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...
კრიმინალი • 1776582471
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...
მსოფლიო • 1776582355











